ბიტკოინი (BTC) $45,000-ზე ჩამოვიდა – რამ გამოიწვია ეს? იდეალური დრო საინვესტიციოდ?

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი (BTC) $45,000-ზე ჩამოვიდა – რამ გამოიწვია ეს? იდეალური დრო საინვესტიციოდ?
17/05/2021
ბიტკოინი (BTC) $45,000-ზე ჩამოვიდა – რამ გამოიწვია ეს? იდეალური დრო საინვესტიციოდ?

მას შემდეგ, რაც Tesla-ს მფლობელმა – ილონ მასკმა, საკუთარი Twitter-ის გვერდზე განაცხადა, რომ Tesla ბიტკოინის (BTC) გადახდების მიღებას წყვეტდა, მარკეტზე #1 კრიპტოვალუტის ფასმა კლება დაიწყო და თებერვლის თვის შემდეგ, მის ყველაზე დაბალ ნიშნულს, ≈$45,000-ს გაუსწორდა.

წარსულში მსგავსი ფასის ვარდნა რომ გავიხსენოთ – გასული წლების, 2017/2018 წლის, ფასის „კორექციის“ შემდეგ, რაც ჩინეთში მიმდინარე რეგულაციებმა განაპირობა, ბიტკოინის (BTC) ღირებულება რეკორდული მაჩვენებლით – 85%-ით შემცირდა და $19,497-დან $3,470-ზე ჩამოვიდა.

Buy_crypto

მსგავსი მოვლენების შემდეგ, კრიპტომოყვარულთა ნაწილი თვლიდა, რომ ეს ბიტკოინის (BTC) დასასრული იყო. მაგრამ იმ კრიპტომოყვარულებმა, რომლებმაც დრო იხელთეს და კრიპტოვალუტა მისი ფასის ვარდნის პერიოდში შეიძინეს, სულ მცირე დროში ≈1650% მოგება ნახეს. ბიტკოინის (BTC) ფასი კი $3,500-დან $63,500-მდე ავიდა.

ექსპერტების თქმით, მასშტაბური კომპანიების მსგავსი განცხადებები ყოველთვის ახდენს ზეგავლენას კრიპტოსამყაროს ფასებზე. რამოდენიმე დღის წინ ილონ მასკის “Saturday Night Live”-ში გამოსვლას, მარკეტზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის – დოჯქოინის (DOGE) ფასის ვარდნაც მოჰყვა. მიზეზი კი ის იყო რომ მასკმა მის გამოსვლაში დოჯქოინი (DOGE) როგორც არაპროგნოზირებად კრიპტოვალუტად ისე შერაცხა. რამოდენიმე დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ დოჯქოინის (DOGE) დეველოპერებთან ერთად იწყებს მუშაობას, რათა კრიპტოვალუტის ეფექტურობა გაზარდოს – ამ განცხადებამ კი, დოჯქოინის (DOGE) ფასი კვლავ ≈30%-ით გაზარდა.

ექსპერტების თქმით, კრიპტოვალუტების მსგავსი ფასების კლება ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც გარკვეულ პერიოდშ ერთხელ ხდება. ბევრი კრიპტომოყვარულის აზრით სწორედ ეს არის იდეალური დრო საინვესტიციოდ, რადგან, კრიპტომოყვარულების აზრით, გარკვეული კრიპტოვალუტების ფასის გაზრდა „გარდაუვალია“.

შენ რას ფიქრობ, როგორია ფასების შენი პროგნოზი?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved