2020 წლის 16 დეკემბერს ბიტკოინმა (BTC) ისტორიაში პირველად, $20,000-იანი ზღვარი გადალახა და დღის განმავლობაში 7%-იანი ზრდის შედეგად, მისმა ფასმა $20,600-იან ნიშნულს მიაღწია.
ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი ირწმუნება, რომ ფასის ამ მატებას 2017 წლისგან განსხვავებული შედეგი ექნება და წელს ფასის მასშტაბური ვარდნით არ დაასრულებს. ამ მოსაზრებას ანალიტიკოსები იმით ამყარებენ, რომ წელს ბიტკოინს (BTC) ინსტიტუციური ინვესტორები უფრო და უფრო მეტად ყიდულობენ, წარსულში კი ბიტკოინის ფასის ზრდას რითეილ ინვესტორების სპეკულაცია ედო საფუძვლად.
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასმა წლის მანძილზე 180%-იანი ზრდა განიცადა, $383 მილიარდიანი ბაზრის კაპიტალიზაციით კი მისი წილი 64.5%-ს შეადგენს.
საინტერესოა, როგორც გაგრძელდება ბიტკოინის ფასის ცვლილება და დაიპყრობს თუ არა ახალ ნიშნულებს მომდევნო დღეების განმავლობაში?