ბიტკოინ ქეშის (BCH) Hard Fork ახლოვდება

Home » ბიტკოინ ქეში » ბიტკოინ ქეშის (BCH) Hard Fork ახლოვდება
11/11/2020
ბიტკოინ ქეშის (BCH) Hard Fork ახლოვდება

პროტოკოლის განახლებების გრაფიკის მიხედვით 15 ნოემბერს ბიტკოინ ქეშის (BCH) Hard Fork-ია დაგეგმილი. 

Hard Fork წინა პერიოდში ბლოკჩეინში დარეგისტრირებულ არავალიდურ ტრანზაქციებს აკონვერტირებს ვალიდურ ტრანზაქციებად ან პირიქით. აღნიშნული წინაღობის გადასაჭრელად, ქსელის ყველა კვანძი უახლეს პროტოკოლამდე უნდა განახლდეს.  

ამ პროცესის შედეგად, შესაძლოა BCH-სგან ორი ალტერნატიული ვალუტა მივიღოთ: Bitcoin Cash ABC (BCHA) და Bitcoin Cash Node (BCHN).

ამ პროცესის გათვალისწინებით, ბიტკოინ ქეშის (BCH) მიღება/გადარიცხვა შეჩერდება 14 ნოემბრის 00:01 საათიდან, სერვისი კი აღდგება ქსელის დასტაბილურების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინ ქეში (BCH) გაიყო ორ ნაწილად, მაიქოინსი იმ პროტოკოლს ავირჩევთ, რომელსაც მხარს დაუჭერს უმრავლესობა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved