ბლექროკის შეფი კრიპტო გადახდებს კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებს

Home » ბლოგი » ბლექროკის შეფი კრიპტო გადახდებს კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებს
25/03/2022
ბლექროკის შეფი კრიპტო გადახდებს კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებს

აქტივების მართვის მსოფლიოში უდიდესი კომპანია „ბლექროკის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი (CEO) ლარი ფინკი დარწმუნებულია, რომ ციფრულ ვალუტებს დიდი მომავალი აქვს. ამასთან, ის ფიქრობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბლოკჩეინზე ბაზირებული ვალუტების საერთაშორისო გადარიცხვების ინსტრუმენტად გამოყენება მოსახერხებელია.

კომპანიის აქცინერებისთვის გაგზავნილ წერილობით მიმართვაში, ფინკი წერს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, ქვეყნებს მალე დაარწმუნებს იმაში, რომ საკუთარ ვალუტებზე დამოკიდებულება გადააფასონ. ეს კი ადრე თუ გვიან, გლობალურ დონეზე ციფრული გადახდების ქსელის მნიშვნელობას გაზრდის.

„ციფრული გადახდების გლობალური სისტემა, თუ ის კარგად იქნება გათვლილი, საერთაშორისო გადარიცხვების ხარისხს გააუმჯობესებს. იმავდროულად, შემცირდება ფულის გათეთრების და კორუპციის შესაძლებლობები“, – წერს ფინკი.

იმ დროს, როდესაც რუსეთის სანქციების გამო, ბევრი ქვეყანა მისგან ნავთობს ვერ ყიდულობს, ეს ქვეყნები ეძებენ გამოსავალს, რათა გადარიცხვების შესრულება, SWIFT-ის სისტემის გამოუყენებლად შეძლონ და სასურველი ნავთობი მიიღონ.

რუსეთში ომის დროს გაიზარდა ციფრული ვალუტებით ვაჭრობის მოცულობა. არადა, ომამდე ერთი წლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი მუდმივად მცირდებოდა. უკრაინაში კი საერთოდაც, ციფრული ვალუტების ლეგალიზება გადაწყვიტეს.

უკრაინის ასეთი ნაბიჯი გასაკვირი არაა, რადგან ქვეყანამ კრიპტო ვალუტების მეშვეობით, მთელი მსოფლიოდან მილიონობით დოლარის დახმარება მიიღო. დახმრების საერთო მოცულობა 100 მილიონ დოლარზე მეტია. ამ თანხას ქვეყანა ლტოლვილების დასახმარებლად და იარაღის შესაძენად იყენებს.

პარალელურად, არაოფიციალური ინფორმაციით, „რიპლის“ პარტნიორი კომპანია „ქლეარინგ ჰაუსი“ მოლაპარაკებას აწარმოებს „ველს ფარგოსთან“, რისი მიზანიც, SWIFT-ის ციფრული ალტერნატივის შექმნაა…

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved