ბლოკჩეინზე დაფუძნებულმა ID სტარტაპმა Metadium – მა თამაშების გიგანტ კომპანია Unity – სთან თანამშრომლობა გამოააშკარავა

Home » სიახლეები » ბლოკჩეინზე დაფუძნებულმა ID სტარტაპმა Metadium – მა თამაშების გიგანტ კომპანია Unity – სთან თანამშრომლობა გამოააშკარავა
18/03/2019
ბლოკჩეინზე დაფუძნებულმა ID სტარტაპმა Metadium – მა თამაშების გიგანტ კომპანია Unity – სთან თანამშრომლობა გამოააშკარავა

სამხრეთ კორეის ბლოკჩეინ იდენტიფიცირების სტარტაპმა Metadium – მა დაიწყო საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ნაკრების (SDK) განთავსება მსოფლიოს ერთ – ერთ მოწინავე კომპიუტერული თამაშების კომპანია Unity – ს ეგრეთწოდებულ აქტივების მაღაზიაში (Asset Store). გამოქვეყნებული პრეს – რელიზის მიხედვით, აღნიშნული ქმედება განიხილება როგორც სათამაშო გიგანტთან გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობა. შედეგად 15 მარტიდან, Metadium – ის იდენტიფიცირების მომსახურება ხლემისაწვდომი იქნება თამაშის დეველოპერებისათვის Unity – ს მოწყობილობის გამოყენებით და ამავე კომპანიის აქტივების მაღაზიის (Asset Store) გავლით. სტარტაპის განმარტებით, მათი ურთიერთობა თამაშების კომპანიასთან ძირითადად შემოიფარგლება ე.წ. აქტივების მაღაზიის პარტნიორი პროგრამის განვითარებითა და სრულყოფით.   პრეს – რელიზის მიხედვით, ჩამოყალიბებულმა პარტნიორობამ შესაძლოა 6.5 მილიონი თამაშის დეველოპერისათვის ხელმისაწვდომი გახადოს Metadium – ის ეთერიუმზე დაფუძნებული (ETH) საიდენტიფიკაციო სისტემა (სათამაშო მოწყობილობის მეშვეობით). TechCrunch – ის კონფერენციაზე, დაახლოებით ექვსი თვის წინათ, Unity – ს ერთ – ერთმა გენერალურმა დირექტორმა, ჯონ რიციციელმა განაცხადა, რომ მათი სათამაშო მოწყობილობა ამჟამად ნახევარ მსოფლიო თამაშებსა და მობილური და Nintendo პლატფორმების თამაშების ნახევარზე მეტშია გამოყენებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თამაშის მოწყობილობა არის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, რომელიც განკუთვნილია ვიდეო თამაშის უფრო ადვილად შექმნისათვის. Metadium – მა ასევე განუცხადა Cointelegraph- ს, რომ დღესდღეობით Unity – ს მხოლოდ რამდენიმე სხვა ბლოკჩეინ პარტნიორი ჰყავს, რომელთაგან ყველაზე მეტად Enjin – ი[1] და Dmarket – ი გამოირჩევიან.[2]


[1] ეთერიუმზე დაფუძნებული ციფრული აქტივების მონეტარიზაციის სტარტაპი.

[2] წყარო: https://cointelegraph.com/news/blockchain-id-startup-metadium-reveals-partnership-with-game-engine-giant-unity

© 2020 MyCoins.ge all rights reserved