ბრიტანეთში კრიპტოებისთვის აქტივის ახალი კატეორიის შექმნას ფიქრობენ

Home » ბლოგი » ბრიტანეთში კრიპტოებისთვის აქტივის ახალი კატეორიის შექმნას ფიქრობენ
29/06/2023
ბრიტანეთში კრიპტოებისთვის აქტივის ახალი კატეორიის შექმნას ფიქრობენ

შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების
კომისიისგან (SEC) განსხვავებით, ბრიტანელმა კანონმდებლებმა შესაძლოა,
კრიპტო აქტივებისთვის, როგორებიცაა კრიპტო ვალუტები, არაგაცვლადი
მონეტები (NFT) და სხვა, აქტივის ახალი სახეობა შემოიღონ. ამის შესახებ,
დამოუკიდებელმა კომისია „ლავ კომიშენმა“ გამოაცხადა.
აღნიშნული კომისიის მოხსენება, ბრიტანეთის მთავრობის მიერ არის
შეკვეთილი. მასში ნათქვამია, რომ კრიპტო აქტივები არ შეესაბამება ამჟამად
არსებული სხვა (ტრადიციული) აქტივების განსაზღვრებებს. ამის გამო, კომისია
წინადედაბას იძლევა, შემოღებულ იქნას მესამე კატეგორია, რომელსაც თავადვე
შეურჩია სახელი – „დიჯიტალ ობჯექტს“ (ციფრული ობიექტები).
გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, მთავრობამ უნდა შექმნას ექსპერტთა
ჯგუფი, რომელიც ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით, სასამართლოებისთვის
რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ეს მხარს დაუჭერს ქვეყნის მთავრობის
მონდომებას, გახდეს კრიპტო აქტივების მსოფლიო ჰაბი.
„კრიპტო ვალუტების მნიშვნელობა და გამოყენება ბოლო წლებში საგრძნობლად
გაიზარდა. კანონების მოქნილობა იმის გარანტიაა, რომ ინგლისი და უელსი,
ასეთი სწრაფი ზრდისთვის მზად იქნებიან“, – ამბობს კომერციული და საერთო
კანონმდებლობის საკითხების კომისიონერი სარა გრინი.
პრემიერ მინისტრ რიში სუნაკს ჯერ კიდევ შარშან აპრილში, როცა ის ფინანსთა
მინისტრი იყო, ნათქვამი აქვს, რომ ბრიტანეთი კრიპტო აქტივების
ტექნოლოგიების სფეროში, მსოფლიო ჰაბად უნდა ჩამოყალიბდეს. მან „ლავ
კომიშენს“ სთხოვა გაარკვიოს, ახლანდელი კანონმდებლობა რამდენად
ითვალისწინებს ციფრულ აქტივებს.
მიმომხილველები ამბობენ, რომ რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში,
კრიპტო აქტივების მფლობელები გაცილებით დაცულად იგრძნობენ თავს და რაც
ასევე მნიშვნელოვანია, ეს ბრიტანეთს მსოფლიო ტექნოლოგიური ჰაბის
სტატუსის მოპოვებაში დაეხმარება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved