ბრიტანელი ინვესტორებისთვის კრიპტო ოქროსა და ნავთობზე მეტად ფასობს

Home » ბლოგი » ბრიტანელი ინვესტორებისთვის კრიპტო ოქროსა და ნავთობზე მეტად ფასობს
24/03/2022
ბრიტანელი ინვესტორებისთვის კრიპტო ოქროსა და ნავთობზე მეტად ფასობს

ბაზრების კვლევაზე სპეციალიზებულ კომპანია „ვანპოლის“ მიერ, ბრიტანელ ინვესტორებს შორის ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ აქტივების ისეთი ახალი სახეობების შესყიდვას, როგორებიცაა კრიპტო ვალუტები და NFT მონეტები, სულ უფრო მეტი ინვესტორი ამჯობინებს. საინვესტიციო პაკეტებში ასეთი აქტივების წილი კი, თანდათან იზრდება.

კრიპტო ვალუტებით სარგებლობის სიმარტივე და სიიაფე არის ის ფაქტორები, რომლებიც მათს საყოველთაო ადაპტაციას განაპირობებს. ეს კი ინვესტორების ყურადღებას იქცევს. საერთო ჯამში, ციფრული ვალუტების ბაზარი სწრაფ ზრდას აგრძელებს.

კვლევაში 2 000-მდე ბრიტანელი ინვესტორი გამოიკითხა, რომელთა 81 პროცენტი თვლის, რომ ციფრული მონეტები, ისეთ ტრადიციულ საინვესტიციო აქტივებზე, როგორებიცაა ოქრო, უძრავი ქონება და ნავთობი, გაცილებით საიმედო და უსაფრთხო ალტერნატივებია.

გამოკითხულთა 24 პროცენტი, ციფრული ვალუტების და არაგაცვლადი მონეტების (NFT) შეძენით არის დაინტერესებული. იმ ინვესტორების 55 პროცენტი, რომლებსაც უკვე შესრულებული აქვთ ინვესტიციები კრიპტო ბაზარზე, პირველად ამ ახალი ბაზრით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც იხილა ცნობილი მსახიობების, მუსიკოსების და კოლექტორების მონაწილეობით შექმნილი მარკეტინგული პროდუქტები. 49 პროცენტი ბაზარზე სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებით შევიდა.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ კრიპტოებით და NFT-ებით ყველაზე მეტად, 18-24 წლის ინვესტორები არიან დაინტერესებული. ამ ასაკობრივ ჯგუფზე, კვლევაში მონაწილეთა 46 პროცენტი მოდის.

იმავე კვლევის მონაცემების შესაბამისად, კრიპტოებით და NFT-ებით ქალები ნაკლებად არიან ინტერესდებიან. ამასთან, მამაკაცების მსგავსად, ისინი ინვესტიციებისთვის მეტწილად ონლაინ პლატფორმებს იყენებენ.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved