ეკონომიკური სანქციებისგან თავის ასარიდებლად, რუსეთი კრიპტოს გამოყენებას აპირებს. ყოველშემთხვევაში, ამას ითვალისწინებს ახალი კანონი, რომელსაც პუტინმა ხელი ივლისში მოაწერა. კანონის მიხედვით, შესაძლებელი ხდება საზღვართშორისი გადახდები კრიპტოს გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ რუსეთის შიდა გადახდებისას ციფრული აქტივების გამოყენება კვლავ იკრძალება – კანონი მხოლოდ საერთაშორისო გადახდებს ხდის შესაძლებელს.
რუსული რეჟიმის მიღებული კანონი საკმაოდ ზოგადია და დასავლეთში ზუსტად არავინ იცის, ზუსტად როგორ იმუშავებს ეს ექსპერიმენტი. გარდა ამისა, კრიპტო ანალიტიკოსები არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ საქნციებისგან თავის დაძვრენა კრიპტოთი შესაძლებელია. Chainalysis-ის ვალერი კენედი ამბობს, რომ “კანონი კიდევ ერთი გამოვლინებაა რუსული, სანქციებისგან თავის არიდების სტრატეგიისა”. მისივე მტკიცებით, “რუსეთი ცდილობს აირიდოს ე.წ მეორადი სანქციები”. მეორადი სანქციები რუსეთთან ვაჭრობის გამო მესამე მხარის დასანქცირებას გულისხმობს. TRM Labs-ის ანალიტიკოსი, იზაბელა ჩეისის აზრით, “მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო აქტივები ტრადიციული ფინანსური სისტემისგან შორსაა, მისი აქტივობის გაზომვა და დადგენა მაინც შესაძლებელია”, რაც ინოვაციური სანქციების გარდა, არაფერს მოიტანს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ რუსეთის მსხვილი სავაჭრო მოკავშირეები – ჩინეთი, ბრაზილია და ინდოეთი კრიპტოგადახდებს თავს აარიდებენ, მიღებულ კანონს აზრი დაეკარგება. წელს, ჩინეთიდან რუსეთში იმპორტი, გადახდის პრობლემების გამო, უკვე შემცირდა 1%-ით.