როგორც ჩანს, ახლო აღმოსავლეთში დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებამ ინვესტორები დააფრთხო და მაღალი რისკის შემცველი აქტივებისთვის თავის არიდებისკენ უბიძგა.
შედეგად, შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით გამოწვეული ზრდა ბიტკოინმა თითქმის სრულად დათმო და ისევ 60 000$-იან ნიშნულს დაუბრუნდა – რაც გასული 24 საათის განამვლობაში 4,5%-იანი კლებაა. ბევრად უფრო მკვეთრად შემცირდა ეთერიუმისა და სხვა ალტქოინების ფასი – Coingecko-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ETH 7,1%-ით, SOL – 7,6%-ით, XRP კი 6,4%-ით გაუფასურდა.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც Swissblock-ის ანალიტიკოსები ამბობენ, ომსა და მასთან დაკავშირებულ ამბებს თითქმის არასოდეს აქვთ გრძელვადიანი გავლენა აქტივების ფასზე.