ციფრული ვალუტებით ვაჭრობის პოპულარულ პლატფორმა „კუკოინის“ ინფორმაციით, ევროპის უმდიდრეს ქვეყანა გერმანიაში, კრიპტო ვალუტებზე მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება. ამაზე კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოყვანილი სტატისტიკა მეტყველებს.
ანგარიშში ლაპარაკია იმაზე, რომ გერმანელთა 44 პროცენტს კრიპტო ვალუტებში ინვერსტირების სურვილი აქვს. გარდა ამისა, არის არაერთი ნიშანი იმისა, რომ ამ ქვეყანაში ციფრულ ვალუტებს კარგი მომავალი აქვს. ამასთან, კრიპტო ვალუტების გერმანელ ინვესტორთა დაახლოებით 37 პროცენტი, კრიპტო ბაზარზე უკვე წელიწადზე მეტი ხანია, რაც ვაჭრობს.
სტატისტიკა მოწმობს, რომ გერმანელი ქალების უმეტესობა, კრიპტო ვალუტების მიმართ დიდ ინტერესს ავლენს. კერძოდ, გერმანელი ქალების დაახლოებით 53 პროცენტი, ციფრულ ფულით არის დაინტერესებული. ეს შეიძლება ირიბად იმას ნიშნავდეს, რომ გერმანიის სუსტი სქესის მოქალაქეებს, ამჟამინდელ ფინანსურ სისტემაზე მეტად, ციფრული სამყაროს მომავლისადმი აქვთ ინტერესი.
„კუკოინის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯონი ლიუ ამბობს, რომ კრიპტო ვალუტები განსაკუთრებით მათ შორისაა პოპულარული, ვინც დაგროვების სტრატეგიას მიჰყვება. ყველაზე მეტად კი ეს მიმართულება, ახალგაზრდა გერმანელებს აინტერესებთ. მათი ინტერესი ის არის, რომ ციფრული ვალუტებით თანხები საპენსიოდ დააგროვონ. გარდა ამისა, ისინი კრიპტო ვალუტებს, საკუთარი დანაზოგის დივერსიფიკაციისთვის იყენებენ.
ქვეყანაში ციფრული ვალუტებით დიდი დაინტერესების მიუხედავად, გერმანიას შესაბამისი რეგულაციები ჯერ არ დაუწესებია. თუმცა „კუკოინის“ ანგარიშის მიხედვით, გერმანელ კანონმდებლებს კრიპტო რეგულაციების მიმართულებით, „მცირე წარმატება მაინც აქვთ“.
ცნობისათვის, გერმანია არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინს (BTC) „ღირებულების ერთეულის“ სტატუსი მიანიჭა და მას „ფინანსური ინსტრუმენტი“ უწოდა. საინტერესოა, რომ ქვეყნის პარლამენტის არჩევნებისას, სხვა საკითხებთან ერთად, ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებით, გერმანიის პოზიციაც განიხილებოდა.