გლასნოუდი – კრიპტო ბაზრის კაპიტულაცია გრძელდება, ფსკერი ახლოსაა

Home » ბიტკოინი » გლასნოუდი – კრიპტო ბაზრის კაპიტულაცია გრძელდება, ფსკერი ახლოსაა
13/07/2022
გლასნოუდი – კრიპტო ბაზრის კაპიტულაცია გრძელდება, ფსკერი ახლოსაა

ბლოკჩეინის ანალიტიკაზე სპეციალიზებულ კომპანია „გლასნოუდის“ (Glassnode) მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ამჟამად ბაზარზე ბიტკოინის (BTC) და სხვა კრიპტო ვალუტების გადანაწილება ხდება – ყიდიან საცალო ტრეიდერები და მაინერები და ყიდულობენ მსხვილი ინვესტორები. მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული კაპიტულაციის პროცესი, რასაც ბაზარი ფსკერისკენ მიჰყავს. და მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ შეიძლება დაიწყოს ბაზრის ზრდა.

„გლასნოუდი“ ასევე განმარტავს, რომ როგორც წესი, კაპიტულაციის პროცესი, დაახლოებით ერთი თვე გრძელდება ხოლმე. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე სიგნალი მიანიშნებს, რომ ბიტკოინის ფასზე ფსკერი ახლოსაა.

იმავდროულად, „გლასნოუდის“ ანალიტიკოსები წერენ, რომ ბიტკოინის გრძელვადიან მფლობელებს, რომლებიც ამ ციფრულ ვალუტას უფრო მეტად აღიქვამენ, როგორც ტექნოლოგიას, დაღმავალი ტრენდის პირობებში, ყველაზე დიდი არარეალიზებული დანაკარგები აქვთ. არარეალიზებული დანაკარგები გამოისახება დოლარებში და ეს არის ფასის ის სხვაობა, რომელიც კონკრეტულ მომენტში აქტივების გაყიდვის შემთხვევაში დაფიქსირდება.

„იმისათვის, რომ დაღმავალმა ბაზარმა ზღვრულ ფსკერს მიაღწიოს, თანხის ის ნაწილი, რომელსაც მფლობელისთვის ზარალი მოაქვს, მათ ხელში უნდა გადავიდეს, რომლების პორტფელიც, ფასებისადმი ნაკლებად მგრძნობიარეა და რომლებიც თავდაჯერებით გამოირჩევიან“, – ამბობენ „გლასნოუდის“ ანალიტიკოსები.

„გლასნოუდი“ აკეთებს მიმდინარე ვითარების შედარებას 2015 და 2018 წლების დაღმავალ ტრენდებთან. მაშინ გრძელვადიან მფლობელთა (LTH – Long Term Holder) ხელში, ბაზარზე არსებული, არარეალიზებულ დანაკარგებიანი ბიტკოინების 34 პროცენტი იყო თავმოყრილი. მოკლევადიან მფლობელებს (STH – Short Term Holder) კი შესაბამისად, 3 და 4 პროცენტი ეკუთვნოდათ.

ამჟამად მოკლევადიან მფლობელთა (STH) ხელში ჯერ ისევ არის იმ ბიტკოინების 16.2 პროცენტი, რომლებიც არარეალიზებულ დანაკარგებს განიცდის. გრძელვადიან მფლობელთა (LTH) ხელში კი 28.5 პროცენტია. ამ დროს, კოინების გარკვეული რაოდენობა STH-თა ხელში გადადის, რომლებიც ნაკლებად თავდაჯერებულები არიან და უფრო ადვილად შეეგუებიან შედარებით მცირე დანაკარგებს, რომლებსაც ფასის ვარდნის გაგრძელება მოუტანს. შესაბამისად, მათ ასეთი კოინების გაყიდვა უფრო გაუადვილდებათ და მათი უმეტესობა, ისევ LTH-თა ხელში გადავა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved