გუგლს ბლოკჩეინის მიმართულებით ახალი გეგმები აქვს

Home » სიახლეები » გუგლს ბლოკჩეინის მიმართულებით ახალი გეგმები აქვს
28/05/2020
გუგლს ბლოკჩეინის მიმართულებით ახალი გეგმები აქვს

გუგლმა ახლახანს კრიპტოვალუტების მიმართულებით საინტერესო ნაბიჯი გადადგა.

ბლოკჩეინ კომპანია Theta Labs-მა ახლახანს დაიწყო პარტნიორობა Google Cloud-თან, რომლის მიხედვითაც Google Cloud მომხმარებლებს ახალ სერვისს შესთავაზებს. მათ შეეძლებათ განათავსონ და მართონ Theta-ს ბლოკჩეინ ქსელის კვანძები.

მართალია ეს ჯერ პატარა ინიციატივაა, თუმცა ფაქტია, გუგლი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიმართულებით პირველ ნაბიჯებს უკვე დგამს.

როგორც გუგლის წარმომადგენელი, Allen Day ამბობს, ამ კუთხით ეს გუგლის პირველი პროექტია, თუმცა მათ ბევრი კრიპტო მომხმარებელი ჰყავთ.

”ჩვენ უკვე გავხადეთ ბიტკოინის, ეთერიუმისა და ექვსი სხვა კრიპტოვალუტის მონაცემები ხელმისაწვდომი საჯარო მონაცემთა პროგრამის საშუალებით. ეს არის ჩვენთვის შემდეგი ნაბიჯი. ”- დაამატა Allen Day-მა.

მეტი: https://bit.ly/2XFLsJI

© 2020 MyCoins.ge all rights reserved