დოგკოინი (Doge) შესაძლოა აღმავალი ტრენდისთვის გასაგრძელებლად ემზადება

Home » ბიტკოინი » დოგკოინი (Doge) შესაძლოა აღმავალი ტრენდისთვის გასაგრძელებლად ემზადება
06/04/2022
დოგკოინი (Doge) შესაძლოა აღმავალი ტრენდისთვის გასაგრძელებლად ემზადება

იმ დროს, როდესაც ბიტკოინის (BTC) და ბევრი სხვა კრიპტო ვალუტის ფასზე კორექცია დაიწყო, დოგკოინმა (Doge) საპირისპირო  მიმართულება აიღო. კვირის დასაწყისში, ყველაზე პოპულარული მემე კოინის/მონეტის ფასი 10 პროცენტით, ერთკვირიან მონაკვეთში კი 14 პროცენტით გაიზარდა.

ამ პერიოდში, დოგკოინის (Doge) ფასმა 0.1790 დოლარს მიაღწია, თუმცა შემდეგ კორექციის ფაზაში გადავიდა და ამჟამად 0.1542-ის სიახლოვეს იმყოფება. ანალიტიკოსები თვლიან, რომ 0.16-ზე დაბლა ჩამოსვლა, გამაფრთხილებელი ნიშანია იმისა, რომ შესაძლოა დათვებმა (გამყიდველებმა) უპირატესობა მოიპოვონ და აღმავალი მოძრაობა საპირისპიროთი შეიცვალოს.

საინტერესოა, რომ დოგკოინის (Doge) ფასის ზრდა, ილონ მასკის მიერ „ტვიტერის“ აქციების მსხვილი პაკეტის შეძენას დაემთხვა, რის შემდეგაც, მილიარდერი აღნიშნული სოციალური ქსელის უმსხვილესი თანამფლობელი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რამდენადაც მასკი არასდროს მალავდა დოგკოინის (Doge) მიმართ თავის სიმპატიებს და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მისმა „ტესლამ“, თავისი პროდუქციის ნაწილის გაყიდვა, დოგკოინზეც (Doge) დაიწყო.

ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ დოგკოინის (Doge) ფასისთვის, უახლოესი წინააღმდეგობის დონე არის 0.18 დოლარი. გარდა იმისა, რომ ეს ფსიქლოგიური დონეა, მის სიახლოვეს იმყოფება კიდევ ერთი ძლიერი ზღვარი – 200-დღიანი მოძრავი საშუალო. ეს ორი დონე, ძლიერ ბარიერს ქმნის, რომლის გადალახვაც, ხარებისთვის (მყიდველებისთვის) სტიმულის მიმცემი ფაქტორი იქნება.

დოგკოინის (Doge) მიმდინარე აღმავალი ტრენდი მარტის შუა რიცხვებში დაიწყო. მაშინ ფასი 0.11 დოლარის სიახლოვეს იმყოფებოდა. ტრენდს საფუძვლად ის გარემოებაც დაედო, რომ სწრაფად გადაილახა 100-დღიანი მოძრავი საშუალო. ასევე მოხერხდა ხანგრძლივი დაღმავალი ტრენდის ხაზის გადალახვა.

და ისევ მასკის მიერ „ტვიტერის“ აქციების შესყიდვაზე: ბევრი ინვესტორი ფიქრობს, რომ შესაძლოა, „ტესლას“ მფლობელმა, „ტვიტერის“ ბიზნესში დოგკოინის (Doge) ინტეგრირებას შეუწყოს ხელი. თუ ასე მოხდა, დოგკოინზე (Doge) მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება. თუმცა ანალიტიკოსების უმეტესობა თვლის, რომ ეს მოსალოდნელი არაა.

უფრო მეტიც, მასკი უკვე „ტვიტერის“ დირექტორთა საბჭოს წევრია, რაც ნიშნავს, რომ ამ ქსელს თავისი მიზნების მისაღწევად, უწინდებურად ვერ გამოიყენებს. რადგან, თუ გაჩნდა ეჭვი იმისა, რომ ასე ხდება, მილიარდერი მარეგულირებლებისგან სანქციებს ვერ ასცდება…

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved