კრიპტო ვალუტების ექსპერტები ეთერიუმის (Ethereum) 5 780 დოლარამდე გაძვირებას ელიან

Home » ბიტკოინი » კრიპტო ვალუტების ექსპერტები ეთერიუმის (Ethereum) 5 780 დოლარამდე გაძვირებას ელიან
04/05/2022
კრიპტო ვალუტების ექსპერტები ეთერიუმის (Ethereum) 5 780 დოლარამდე გაძვირებას ელიან

კომპანია „ფაინდერის“ მიერ გამოკითხული ექსპერტების უმეტესობა თვლის, რომ წლის ბოლოსთვის ეთერიუმის (Ethereum) ფასი საშუალო 5 780 დოლარს მიაღწევს 2025 წლისთვის კი 11 760 დოლარამდე გაძვირდება.

„ფაინდერი“ თავის გამოკითხვებს ყოველკვირეულად და ყოველკვარტალურად ატარებს და მიღებული პასუხებით, საშუალო შედეგები გამოჰყავს. მისი კვლევა ადასტურებს, რომ წლის დასაწყისიდან, ბაზარზე განწყობა პესიმისტურია.

ბოლო კვარტალურ გამოკითხვაში, სულ 36 ექსპერტი მონაწილეობდა. გამოკითხვა, რომელიც იანვარში ჩატარდა, ეთერიუმის (Ethereum) ფასის უახლოესი ათი წლის პერსპექტივას ეხებოდა. ექსპერტთა გასაშუალოებული შეფასებით, წლის ბოლოს ეთერიუმის (Ethereum) ფასი 5 780 დოლარის ფარგლებში იქნება. ეს წინა გამოკითხვის პროგნოზზე (6 500 დოლარი) ნაკლებია.

იმავდროულად, ექსპერტებმა 2025 წლისთვის პროგნოზი 10 810-დან 11 760 დოლარამდე გაზარდეს. რაც შეეხება 2030 წელს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეთერიუმის (Ethereum) ფასი 23 370 დოლარს მიაღწევს. წინა გამოკითხვის შესაბამისად, ათწლეულის ბოლოს, მეორე ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტის სავარაუდო ფასი 26 330 დოლარი უნდა ყოფილიყო.

ექსპერტთა ნაწილი, მათ შორის, კანბერას (კანადა) უნივერსიტეტის ლექტორი ჯონ ჰოკინსი თვლის, რომ ეთერიუმის (Ethereum) და სხვა კრიპტო ვალუტების ფასები, „ბიტკოინის (BTC) ფასს უაზროდ მიყვება“ და დიდი სპეკულატიური ბუშტის ნაწილია.

სამაგიეროდ, ქორულ განწყობას ავლენს საბროკერო ფირმა „მორფერის“ მთავარი აღმასრულებელი მარტინ ფროლერი, ვინც ფიქრობს, რომ წლის ბოლოს ეთერიუმის (Ethereum) ფასი 10 000 დოლარამდე გაიზრდება. ამის საბაბი მისთვის არის ეთერიუმის (Ethereum) მოსალოდნელი გადასვლა PoS (პრუფ ოფ სტეიკ) ალგორითმზე, რასაც მისი აზრით, ბიტკოინის (BTC) 3 ჰალვინგის ეფექტი ექნება.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved