დოჯქოინის (DOGE) მიღებას „სფეისიქსიც“ დაიწყებს

Home » ბიტკოინი » დოჯქოინის (DOGE) მიღებას „სფეისიქსიც“ დაიწყებს
30/05/2022
დოჯქოინის (DOGE) მიღებას „სფეისიქსიც“ დაიწყებს

სულ ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია „ტესლამ“, საკუთარი სუვენირების და სხვა ნაწარმის (ავტომობილების გარდა) დოჯქოინზე (DOGE) გაყიდვა დაიწყო. ახლახანს კი ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ მალე მემე კოინის მიღებას მისი კიდევ ერთი კომპანია, „სფეისიქსი“ (SpaceX) დაიწყებს.

მასკი „ტესლას“ და „სფეისიქსის“ დამაარესებელი და მფლობელია. ის ცნობილია, როგორც დოჯქოინის (DOGE) ეკოსისტემის მომხრე და პროპაგანდისტი. ტვიტერზე მის კომენტარებს, არაერთხელ გამოუწვევია ამ პოპულარული მემე კოინის და მთლიანად კრიპტო ბაზრის ზრდა.

მაგრამ ამჯერად, „სფეისიქსის“ გეგმის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, დოჯქოინის (DOGE) ფასის ცვლილება არ გამოუწვევია. ამის მიზეზი ისაა, რომ მთლიანობაში კრიპტო ბაზარი, დაღმავალ ტრენდშია და ამის ფონზე, მასკის განცხადება არაეფექტური აღმოჩნდა. თავის მხრივ, კრიპტოს დაღმავალ ტრენდს ის გარემოება უზრუნველყოფს, რომ ინვესტორები რისკიან აქტივებს ერიდებიან. კრიპტო ვალუტები კი რისკიანი აქტივია.

შედარებისთვის, 2021 წლის დეკემბერში, როდესაც მასკმა დაადასტურა, რომ „ტესლა“ თავისი სუვენირების და სხვა ნაწარმის დოგკოინებზე გაყიდვას იწყებს, ამ კრიპტო ვალუტის დოჯქოინის (DOGE) ფასი 25 პროცენტით გაიზარდა. იმავე პერიოდში, მასკს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი აზრით, ყოველდღიური გადახდებისთვის, დოჯქოინი (DOGE) ბიტკოინზე (BTC) მოსახერხებელი ციფრული ვალუტაა.

„სფეისიქსის“ შემთხვევაში, მასკს განზრახული აქვს, ინტერნეტ სისტემა „სტარლინკის“ გამოწერების დოჯქოინზე გაყიდვა.

და კიდევ, ახლახანს მასკმა გამოაცხადა, რომ ჰაკერებმა შესაძლოა სცადონ დიპფეიქ ტექნოლოგიის გამოქვეყნება, რათა ინტერნეტში მისი ყალბი ვიდეო ჩანაწერები გაავრცელონ, რომლებითაც კრიპტო ვალუტების ფასებზე იმოქმედებენ და მათ ხელსაყრელ ფასში შეიძენენ/გაყიდიან.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved