დოჯქოინმა (DOGE) ბოლო 24 საათის განმავლობაში საკუთარი რეკორდი მოხსნა და მის უმაღლეს ნიშნულს $0.29-ს მიაღწია.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა – დოჯქოინი (DOGE) დღეს კრიპტოვალუტებს შორის, $23.4 მილიარდი მარკეტის კაპიტალიზაციით, მე-8 ადგილს იკავებს.
2021 წლის 1 იანვარს ერთი დოჯქოინის (DOGE) შეძენა $0.005-ად შეგეძლოთ, ახლა კი, ≈ 5200% ზრდის შემდეგ, ერთი დოჯქოინის ფასი $0.27-ს უდრის.
ექსპერტები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ბევრის თქმით, დოჯქოინის (DOGE) ფასმა შესაძლოა 2021 წლის ბოლომდე $2-ს მიაღწიოს.
კრიპტომოყვარულთა თქმით, დოჯქოინის (DOGE) ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი Tesla-ს გენერალური დირექტორის, ილონ მასკის მიერ მისდამი დიდი მხარდაჭერაა.
მასკი საკუთარ თვითერის გვერდზე აქტიურად ახსენებს სხვადასხვა კრიპტოვალუტებს, განსაკუთრებით კი დოჯქოინს (DOGE). მისი თქმით დოჯქოინი (DOGE) პირველი ვალუტა იქნება, რომელიც “მთვარეზე ავა”. კრიპტომოყვარულთა აზრით, მასკის მსგავსი განცხადებები კრიპტოვალუტის ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია.
მცირე დროის უკან, ხუმრობად დაწყებული კრიპტოვალუტა, ექსპერტების აზრით, ახლა ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და საინტერესო კრიპტოვალუტად არის ქცეული, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობითა და სიმპატიით სარგებლობს მსოფლიოსა და ქართულ კრიპტო სივრცეში.
შენ რას ფიქრობ, რამდენად პერსპექტიულია დოჯქოინი (DOGE)?