“დოჯქოინი (DOGE) ყველაზე ძლიერი კრიპტოვალუტაა“ – მარკ კუბანი

Home » დოჯი » “დოჯქოინი (DOGE) ყველაზე ძლიერი კრიპტოვალუტაა“ – მარკ კუბანი
18/08/2021
“დოჯქოინი (DOGE) ყველაზე ძლიერი კრიპტოვალუტაა“ – მარკ კუბანი

ილონ მასკი განაგრძობს მისი საყვარელი კრიპტოვალუტის, დოჯქოინის (DOGE) მხარდაჭერას. მისი გამოხმაურება კი მილიარდელი, Dallas Mavericks-ის მფლობელის, მარკ კუბანის განცხადებას მოჰყვა, სადაც ცნობილმა ანტრეპრენუერმა დოჯქოინს (DOGE) Exchange-ზე ყველაზე ძლიერი კრიპტოვალუტა უწოდა.

კუბანი, მასკის მსგავსად დოჯქოინის (DOGE) დიდი გულშემატკივარია. ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ გამომჟღავნების შემდეგ კი, მასკმა განაცხადს საკუთარი კომენტარით უპასუხა: „მაგას მე უკვე დიდიხანია ვამბობ“

ექსპერტების აზრით, მიმდინარე Bear Market-ის ფონზე, კრიპტოვალუტებზე ცნობილი პირების მსგავსი დისკუსიები, მცირე კრიპტოვალუტებისთვის იმ მუხტის მიმცემია, რომელიც მათი Bear Market-იდან ამოყვანასა და ფასის დასტაბილურება/გაზრდას მიცემს საწინდარს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved