ევროზონაში ათიდან ერთი ოჯახი კრიპტო ვალუტების მფლობელია

Home » ბლოგი » ევროზონაში ათიდან ერთი ოჯახი კრიპტო ვალუტების მფლობელია
25/05/2022
ევროზონაში ათიდან ერთი ოჯახი კრიპტო ვალუტების მფლობელია

ევროკავშირის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში – საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ათიდან ერთი ოჯახი ციფრული ვალუტ(ებ)ის მფლობელია.

კვლევა ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ჩაატარა. როგორც ირკვევა, იმ რესპონდენტთა დაახლოებით 10 პროცენტს, რომლებიც კრიპტო აქტივებს ფლობენ, 30 ათასი ევროს ან უფრო მეტი ღირეებულების ვალუტები აქვს. 37 პროცენტის საფულეში კი 999 ევრომდე ღირებულების კრიპტოა.

გამოკითხულთა შორის, ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე რესპონდენტებზე, კრიპტოების მფლობელთა ყველაზე მაღალი წილი მოდის. ციფრული ვალუტები ნაკლებად აქვთ დაბალი შემოსავლის მქონე რესპონდენტებს.

გამოკითხვაში 18-დან 70 წლამდე ასაკის მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ ეკითხებოდნენ, თავად ან მათი ოჯახის წევრები, ფლობდნენ თუ არა კრიპტო ვალუტებს, ან სხვა ტიპის ციფრულ აქტივებს.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ორგანიზაცია „ფაიდელიტის“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 56 პროცენტი, მეტნაკლებად დაკავშირებულია კრიპტო აქტივებთან. 2020 წელს ჩატარებულმა ანალოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კრიპტოსთან რესპონდენტთა 45 პროცენტი იყო დაკავშირებული. ECB-ს განმარტებით, ზრდა გამოწვეულია კრიპტო დერივატივების და ციფრული ფასიანი ქაღალდების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით.

გარდა ამისა, რეგულაციების გამკაცრება აღქმულია, როგორც იმის ნიშანი, რომ სახელმწიფო ორგანოები, ამა თუ იმ სახით, კრიპტო ვალუტებს და აქტივებს, მხარს უჭერენ. ECB-ს მაგალითად გერმანია მოჰყავს, რომელიც ინსტიტუციურ ფონდებს იმის უფლებას აძლევს, რომ საკუთარი აქტივების 20 პროცენტი, ციფრულ ვალუტებში ინვესტირებას დაუთმონ.

და მაინც, ECB ხაზს უსვამს, რომ თუ ციფრული აქტივების გამოყენების მიმდინარე ტენდენციები გაგრძელდება, მაშინ ფინანსურ სტაბილურობას შეიძლება საფრთხე შეექმნას.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved