ოთხშაბათს, bitFlyer Europe-მა Crypto-Confidence Index-ის ახალი, ყოველწლური კვლევის ფარგლებში რეპორტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ევროპელების 66%-ს სჯერა, რომ კრიპტოვალუტები შემდეგ 10 წელშიც ჩვენ გვერდით იქნებიან.
გამოკითხვაში Google Surveys-ის მეშვეობოთ 10,000-მა ადამიანმა, ევროპის 10-მდე ქვეყნიდან მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ წელს მიღებული შედეგი 3%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს და როგორც bitFlyer ამბობს, კრიპტოვალუტების მიმართ რწმენა ადამიანებში მსოფლიოში კორონავირუსუს პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად იზრდება.
იტალია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა კორონავირუსის გამო, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ოპტიმისტურია კრიპტო მომავლის მიმართ. იტალიელების თითქმის სამ მეოთხედს (72%) მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტა 10 წლის განმავლობაში ფინანსურ ბაზარზე აქტიურად იქნება წარმოდგენილი.
იტალიელების შემდეგ, კრიპტოს მიმართ ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ნიდერლანდებისა და პოლონეთის მოქალაქეები არიან (70%), მათ კი ესპანეთი მოჰყვება. (68%)
დანარჩენი ქვეყნების სტატისტიკა ასეთია:
,,სასიამოვნოა ამ შედეგების დანახვა, რაც მიუთითებს კრიპტოვალუტების ნელ, მაგრამ სტაბილურ აღმასვლას ადამიანის ცნობიერებაში,” – Andy Bryant, COO bitFlyer Europe
,,ეს მაჩვენებელი შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ციფრული ვალუტის სერიოზული მიღწევა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ეკონომიკური ვითარება, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, არც ისე მიმზიდველია. ასავე გასათვალისწინებელია, რომ კრიპტოვალუტების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება, ნაწილობრივ, ამ პერიოდით შეიძლება იყოს გამოწვეული” – დაამატა Andy Bryant-მა.
კვლევის შედეგების მიხედვით, ყველაზე პესიმისტურად განწყობილი რესპონდენტები UK-ს ჰყავდა (56%), თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როდესაც გამოკითხულთა ასაკი 18-44-იან შუალედში შევიწროვდა, პოზიტიურად განწყობის მაჩვენებელი 61%-მდე გაიზარდა.
წყარო: www.coindesk.com