ეთერიუმის ბლოკჩეინი Dencun-ისთვის ემზადება

Home » ეთერიუმი » ეთერიუმის ბლოკჩეინი Dencun-ისთვის ემზადება
13/03/2024
ეთერიუმის ბლოკჩეინი Dencun-ისთვის ემზადება

ეთერიუმზე დაფუძნებული, layer-2 ქსელებისთვის ახალი, უმნიშვნელოვანესი ეტაპი დგება – ბლოკჩეინი განახლებისთვის ემზადება. განახლებას Dencun-ს ეძახიან და ის ბლოკჩეინზე მონაცემების დამახსოვრების ახალ მეთოდს და მისგან გამოწვეულ შემცირებულ საკომისიოებს მოიაზრებს. ყველაზე მეტად, Dencun-ით ისეთი Layer-2 ქსელები იხეირებენ, როგორებიცაა Arbitrum, Optimism და Polygon.

სულ რამდენიმე საათში დაგეგმილი განახლება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ცვლილება იქნება ბლოკჩეინის კოდში. ტექნიკურად, Dencun ორი განახლებაა – Deneb + Cancun – რომლებიც ეთერიუმის ბლოკჩეინის კონსესუსისა და შესრულების “ლეიერებზე” მოხდება. Dencun მსოფლიო კოორდინირებული დროით (გრინვიჩის დროით), დაახლოებით შუადღის 2 საათზე მოხდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved