ეთერიუმის თანადამფუძნებლის განცხადებით ბლოკჩეინის სისტემა 10 – 20 წელიწადში ეკონომიკის უფრო დიდ ნაწილზე გავრცელდება

Home » ეთერიუმი » ეთერიუმის თანადამფუძნებლის განცხადებით ბლოკჩეინის სისტემა 10 – 20 წელიწადში ეკონომიკის უფრო დიდ ნაწილზე გავრცელდება
18/03/2019
ეთერიუმის თანადამფუძნებლის განცხადებით ბლოკჩეინის სისტემა 10 – 20 წელიწადში ეკონომიკის უფრო დიდ ნაწილზე გავრცელდება

2019 წლის 14 მარტს ოსტინში (ტეხასი) გამართულ SXSW კონფერენციაზე ეთერიუმის (ETH) თანადამფუძნებლის ჯოზეფ ლუბინის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მომავალი ათი – ოცი წლის განმავლობაში გლობალური ეკონომიკა დაახლოებით 10 ჯერ გაიზრდება და პარალელურად ბლოკჩეინის სისტემა თითქმის ბოლომდე იქნება ათვისებული ეკონომიკის უმეტეს დარგებში, რაც მასიურად გამოიწვევს ბლოკჩეინზე დაფუძნებული აქტივობების გავრცელებას ეკონომიკურ აგენტებს შორის. იმავე კონფერენციის ფარგლებში, ლუბინმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც თავის დროზე 1983 წელს არ არსებობდნენ ე.წ. „ნორმალური“ ადამიანები, რომლებიც საკომუნიკაციოდ ელექტრონულ ფოსტას იყენებდენ, ისევე დღეს არ არსებობს ბევრი „ნორმალური“ ადამიანი ვინც თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სისტემებს გამოიყენებს. მან ასევე დაადასტურა Ethereum 2.0 – ის მიერ მომხმარებლისთვის მიცემული დაპირებები, და განმარტა, რომ ეთერიუმის ახალ ვერსიას აღარ ექნება ისეთი არაეფექტიანი ენერგიის მოხმარება, რომლითაც ამჟამინდელი ბიტკოინისა და ეთერიუმის ვერსიები ხასიათდებიან. ახალი პროდუქტი, რომელიც დაახლოებით 18 თვეში ჩაეშვება მოხმარებაში, მომხმარებლებს შესთავაზებს გაცილებით მძლავრ და მასშტაბურ სისტემას, რომელიც დაფუძნებული იქნება დაბალი სიმძლავრის რიგითობის პრინციპზე.

როგორც Cointelegraph – ი ცოტა ხნის წინ იტყობინებოდა, Lubin – მა ასევე განაცხადა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიას და მის დეცენტრალიზაციას შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მათ შორის კონტენტის შემქნელებსა და ჟურნალისტებს. ზემოთ ხსენებული განცხადება კვალდაკვალ მისდევს ლუბინის მიერ გასული წლის ნოემბერში New York Times – ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმულ აზრს, რომლის თანახმადაც, ბლოკჩეინის სისტემასთან ერთად თანამედროვე საზოგადოებას შეუძლია „აზრის სიმწირიდან აზრის მოზღვავებულობამდე“ გადავიდეს.[1]  


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/ethereum-co-founder-joseph-lubin-blockchain-will-be-most-of-the-economy-in-10-20-years

© 2020 MyCoins.ge all rights reserved