ეთერიუმის (Ethereum) დეველოპერები ემზადებიან ბოლო ტესტნეტის გასაშვებად PoS-ზე გადასვლამდე. ხელმისაწვდომი ტესტნეტი ამოქმედდება Ethereum-ის ბლოქჩეინზე მომავალ კვირას. დეველოპერები ირწმუნებიან, რომ ეს იქნება საბოლოო PoS მაინინგის ალგორითმზე გადასვლამდე.
Ethereum Foundation-ის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, სატესტო ქსელის გაშვება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომზადდება ყველა საჭირო ელემენტი პროგრამული უზრუნველყოფისათვის, ხელსაწყო და დოკუმენტაცია. ამავდროულად, Kiln ამოქმედდება ყველა საჭირო v2 ( მეორე დონე) სპეციფიკაციით.

Kiln დაახლოებით 3 თვის განმავლობაში იმუშავებს, ამიტომ Ethereum Foundation განიხილავს რომ ბლოქჩეინი გადაიყვანოს Ethereum 2.0-ზე ამ ზაფხულს. მაინერები შეწყვეტენ ეთერიუმის (Ethereum) გამომუშავებას და მხოლოდ სტეიკერები დაამატებენ ბლოკებს ბლოქშეინში.
აღნიშნული გახდის ყველა აპლიკაციისა და თავად ბლოქჩეინის მუშაობას რაც შეიძლება ეკოლოგიურად სუფთას.