ეთერიუმის ( Ethereum) ვარდნას რეფორმის გადადება აძლიერებს

Home » ბლოგი » ეთერიუმის ( Ethereum) ვარდნას რეფორმის გადადება აძლიერებს
27/05/2022
ეთერიუმის ( Ethereum) ვარდნას რეფორმის გადადება აძლიერებს

მსოფლიოს მეორე ყველაზე პოპულარული ვალუტა ეთერიუმი (Ethereum) ვარდნას აგრძელებს. ამის მიზეზი, კრიპტო ბაზრის კლების გარდა, არის ის გარემოებაც, რომ ეთერიუმის (Ethereum) ქსელის რეფორმა, რომელსაც ბაზარი მოუთმენლად ელის, ისევ გადაიდო.

ეთერიუმის ქსელის მთავარმა არქიტექტორმა და თანამფლობელმა, კანადელმა პროგრამისტმა ვიტალიკ ბუტერინმა, შანჰაიში გამოსვლისას განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებულ „პრუფ-ოფ-სტეიკ“ (PoS) სისტემაზე გადასვლა, აგვისტომდე გადაიდო. ამ ცვლილებას ბაზარი დიდი ხანია ელის. გავრცელებული ინფორმაციით, ის ეთერიუმის (Ethereum) ქსელის მიერ ენერგო მოხმარებას, 99.9 პროცენტით შეამცირებს. რეფორმის შემდეგ, ქსელი ახლანდელზე გაცილებით დიდი მოცულობის ტრანზაქციების გატარებას შეძლებს.

სისტემა „პრუფ-ოფ-ვორკიდან“ (PoW) სისტემა PoS-ზე გადასვლას, რომელსაც მოკლედ, „მერჯს“ (Merge) უწოდებენ, ბაზარი უკვე ერთი წელია ელის. ის რამდნჯერმე გადაიდო. ბუტერინი ამბობს, რომ ახალ სისტემას დამატებითი ტესტირება სჭირდება. არაა გამორიცხული, რომ ის აგვისტოშიც არ განხორციელდეს. სწორედ ეს გარემოება იწვევს ეთერიუმის (Ethereum) სხვა კრიპტოებზე მეტად გაუფასურებას.

არადა, ანალიტიკოსები თვლიან, რომ ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, ეთერიუმი (Ethereum) ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი აქტივი გახდება, ვიდრე დღეს ბიტკოინია(BTC). და შესაბამისად, ბაზარზე ეთერიუმის (Ethereum) წილი გაიზრდება.

კვირის ბოლოს ეთერიუმის (Ethereum) ფასი მკვეთრად დაეცა და ბოლო 14 თვის მინიმუმს (1 717.66 დოლარი) მიაღწია. თუმცა შემდეგ დანაკარგების ნაწილი აინაზღაურა.

ციფრული ვალუტების ბაზრის მიმდინარე ვარდნის მთავარი მიზეზი ისაა, რომ განვითარებული ეკონომიკების ცენტრალური ბანკები, მზარდ ინფლაციასთან საბრძოლველად, განაკვეთებს ზრდიან ან ამას მალე დაიწყებენ. შექმნლ სიტუაციაში, ინვესტორები რისკიან აქტივებს ერიდებიან და რისკებისგან თავშესაფარ აქტივებს (დოლარი, იენი, ფრანკი, ოქრო და სხვა) ეტანებიან.

გარდა ამისა, მკვეთრი ვარდნა გამოიწვია ტერას ალგორითმული სტეიბლკოინის კრახმა.

ეთერიუმის (Ethereum) დასუსტება, სხვა ალტერნატიულ კოინებსაც (ალტკოინებს) ასუსტებს. მათ შორისაა კარდანო (ADA) (12 პროცენტით), რომელიც მნიშვნელოვანი ფორკის მოლოდინშია, სოლანა (Sol) (19 პროცენტით) და სხვა. შედარებით ნაკლებად (3.5 პროცენტით) დაიწია ბიტკოინის (BTC) ფასმა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved