ეთერიუმის (Ethereum) მაინინგის შეჩერება ოქტომბრისთვის გადაიტანეს

Home » ბლოგი » ეთერიუმის (Ethereum) მაინინგის შეჩერება ოქტომბრისთვის გადაიტანეს
14/06/2022
ეთერიუმის (Ethereum) მაინინგის შეჩერება ოქტომბრისთვის გადაიტანეს

ეთერიუმის (Ethereum) ბლოკჩეინის შემქმნელებმა გამოაცხადეს, რომ მეორე ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტის ახალ მოდელზე გადასვლა, წარმოქმნილი პრობლემების გამო, კიდევ ერთხელ გადაიდო. ახალი მოდელი იმით არის გამორჩეული, რომ მისი მოქმედებისას, მაინინგი საჭირო აღარ იქნება.

ბლუმბერგის ინფორმაციით, ქსელის განახლების მიზნით, ახალი მოდელის ალგორითმის ტესტირება ჩატარდა. ამისთვის, ქვე-ქსელი „როპსტენი“ გამოიყენეს, მაგრამ ტესტების დროს, პროგრამაში მცირე ხარვეზები დაფიქსირდა. ამის გამო, ახალ მოდელზე მუშაობა გაგრძელდება და ის არა აგვისტოში, არამედ ოქტომბერში ჩაირთვება.

ბიტკოინის მსგავსად, ეთერიუმი (Ethereum) ამჟამად იყენებს ეგრეთ წოდებულ შეთანხმებულ პროტოკოლს, რომელიც „პრუფ-ოფ-ვორკის“ (PoW) სახელით არის ცნობილი. ახალ მოდელზე გადასვლის შემდეგ, ეთერიუმი (Ethereum) ალგორითმ „პრუფ-ოფ-სტეიკით“ (PoS) იმუშავებს, რომლის მხარდაჭერისთვისაც, ქსელს მაინერები აღარ დასჭირდება.

PoW ალგორითმით მუშაობისას, მაინერების მეშვეობით, გამოთვლითი სიმძლავრის გენერირება ხდება. მაგრამ ეს პროცესს ართულებს, რაც ქსელით სარგებლობაზე უარყოფითად აისახება. შედეგად, ქსელში გადარიცხვები შედარებით ნელი და ძვირია.

ახალ ალგორითმზე რბილი და უპრობლემო გადასვლისთვის, ქსელის შექმნელებმა ერთგვარი შუალედური პროგრამა შეიმუშავეს, რომელმაც მაინერები თანდათან უნდა გამორთოს და ქსელი ახალ მოდელზე გადაიყვანოს. იმისთვის, რომ ამ პროცესს ჩავარდნა არ ჰქონდეს, ის ქვე-ქსელ „როპსტენით“ იტესტება.

უნდა ითქვას, რომ ახალ ალგორითმზე გადასვლის გადადება, არ ყოფილა ბოლო დღეებში ეთერიუმის (Ethereum) ფასის მკვეთრი ვარდნის მიზეზი. გაუფასურება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ეთერიუმის (Ethereum) ერთ-ერთმა მსხვილმა მფლობელმა (ვეშაპმა) 65 000 ეთერიუმი (Ethereum) გაყიდა და მიღებული ფულით, სხვა კრიპტო ვალუტები შეიძინა. ფასის ვარდნა, სწორედ დიდი რაოდენობით კოინების გაყიდვას მოჰყვა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved