ეთერიუმი ბიტკოინთან მიმართებაში დაწინაურდა?

Home » სიახლეები » ეთერიუმი ბიტკოინთან მიმართებაში დაწინაურდა?
16/07/2020
ეთერიუმი ბიტკოინთან მიმართებაში დაწინაურდა?

უკვე სიახლე აღარაა, რომ ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი ბოლო დროს განსაკუთრებით გაიზარდა, რაც ცენტრალური ბანკების ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ და ადამიანების მხრიდან ალტერნატიულ ფინანსებზე მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია.

წელს ბიტკოინის ფასი დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა ზოგიერთი კრიპტოვალუტის ფონზე, რომლებმაც ფასის გაცილებით მკვეთრი ზრდა განიცადეს, თითქოს დაიჩრდილა.

ამის ფონზე, მეორე ყველაზე ღირებული კრიპტოვალუტის, ეთერიუმის აქტიური მისამართების რიცხვი ბიტკოინის მისამართებთან შედარებით ორჯერ სწრაფად იზრდება. ანალიტიკური კომპანია Messari-ის მონაცემებით, წლის დასაწყისში ეთერიუმის აქტიური მისამართების რაოდენობა 118%-ით გაიზარდა. ბიტკოინის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 49%-ია.

მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ეთერიუმის გარშემო გარკვეული უკმაყოფილებები მაინც არსებობს, ამას ის ფაქტიც იწვევს, რომ Ethereum 2.0 (ეთერიუმის პლატფორმის აპდეითი უფრო მასშტაბური ვერსიის გასაშვებად) შეიძლება კვლავ შეფერხდეს, რაც კონკურენციას უღებს კარს. ზოგიერთი თვლის, რომ ეთერიუმის ამ ჭრილში განხილვა სიტუაციის არც ისე მკაფიოდ შეფასებაა, რადგან სხვა პროექტებს განსხვავებული მისია და მიზნები აქვთ, მაგალითად, ზოგიერთი კრიპტო პროექტი ფოკუსირებულია ტრანზაქციების მოცულობაზე, როცა სხვა ბლოკჩეინ პროექტები, დეცენტრალიზებული აპლიკაციების დეველოპმენტზეა ორიენტირებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეთერიუმის ფასი დღეს $231-ია, 7 დღის ჭრილში მისი ფასის ცვლილება კი ასე გამოიყურება.

მეტი: https://bit.ly/2OxalTG

© 2020 MyCoins.ge all rights reserved