ეთერიუმმა (Ethereum) ტრანზაქციის მოცულობით Visa-ს 4,5-ჯერ გადააჭარბა

Home » ბლოგი » ეთერიუმმა (Ethereum) ტრანზაქციის მოცულობით Visa-ს 4,5-ჯერ გადააჭარბა
23/02/2022
ეთერიუმმა (Ethereum) ტრანზაქციის მოცულობით Visa-ს 4,5-ჯერ გადააჭარბა

გასულ წელს, ეთერიუმმა (Ethereum) დაამუშავა $ 11,6 ტრილიონის ექვივალენტი ტრანზაქციები, ხოლო Visa–მ დაამუშავა $ 10,4 ტრილიონი ტრანზაქცია. შესაბამისად, სიდიდით მეორე საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტამ გადააჭარბა VISA-ს, ციფრული გადახდების ერთ-ერთ გლობალურ ლიდერს.

აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2021 წელი იყო რთული წელი ეთერიუმისთვის (Ethereum), რადგან ქსელი მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის მასშტაბურობა და კონკურენცია სხვა ჭკვიანი კონტრაქტის პლატფორმებისგან.

თუმცა, ამის მიუხედავად, ეთერიუმმა (Ethereum) შეძლო წარმატების მიღწევა და ლიდერობის შენარჩუნება თავისი ინოვაციური პროტოკოლების წყალობით. ეთერიუმმა (Ethereum) ტექნიკური განახლება განიცადა 2021 წლის აგვისტოში, რითაც გაააქტიურა „ლონდონის“ hardfork EIP-1559. ამ განახლებამ გამოიწვია 4500 ETH-ის დაწვა 24 საათის განმავლობაში (წუთში 2 ETH), გარდა ამისა, შეამცირა გაზის საფასური.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved