“ეთერს წინ უკეთესი თვეები ელის” – Coinbase

Home » ეთერიუმი » “ეთერს წინ უკეთესი თვეები ელის” – Coinbase
17/05/2024
“ეთერს წინ უკეთესი თვეები ელის” – Coinbase

წელს კრიპტო-ბაზარზე ეთერი შთამბეჭდავად არ გამოიყურება, თუმცა, მისი გრძელვადიანი პოზიციები კვლავ მტკიცეა და თუ Coinbase-ის გამოქვეყნებულ ანგარიშს დავუჯერებთ, სასიამოვნო სიურპრიზების პოტენციალიც აქვს.

საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა წელს 29%-ით გაიზარდა, რაც ბიტკოინის ზრდის მაჩვენებლის (50%) ორ-მესამედზე ნაკლებია. თუმცა, ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, “ეთერს შესაძლოა მომხდევნო თვეებში აღმავალი პერიოდი ჰქონდეს, რადგან მნიშვნელოვანი საფრთხე მიწოდების მხრივ, (მაგალითად, მაინერებისგან შექმნილი ზეწოლა ან ტოკენების განბლოკვა) არ ემუქრება. პირიქით, სტეიკინგი და Layer 2-ის ზრდა ეთერის ლიკვიდურობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

ანალიტიკოს დეივიდ ჰენს თუ დავუჯერებთ, ეთერის ცენტრალური პოზიცია DeFi სისტემაში არ შეიცვლება, Layer 2-ის ინოვაციებისა და EVM-ის ფართო გავრცელების გამო.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved