ბურჟ ხალიფას მშენებელი ბიტკოინის (BTC) და ეთერიუმის (Ethereum) მიღებას დაიწყებს

Home » ბიტკოინი » ბურჟ ხალიფას მშენებელი ბიტკოინის (BTC) და ეთერიუმის (Ethereum) მიღებას დაიწყებს
29/03/2022
ბურჟ ხალიფას მშენებელი ბიტკოინის (BTC) და ეთერიუმის (Ethereum) მიღებას დაიწყებს

მსოფლიოს უმაღლესი შენობის, ბურჟ ხალიფას მშენებელი და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში უძრავი ქონების უდიდესი კომპანია „ემაარი“, გადახდის საშუალებად, ბიტკოინის (BTC) და ეთერიუმის (Ethereum) მიღებას დაიწყებს.

„ემაარმა“ შესაბამისი შეტყობინება წერილობით დაუგზავნა თავის უძრავი ქონების აგენტებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებში მუშაობენ. ეს ინფორმაცია, ადგილობრივმა გამოცემა „ლოვინ დუბაიმ“ მოიპოვა. როგორც ირკვევა, „ემაარი“ მზადაა, მის ხელთ არსებული უძრავი ქონება ბიტკოინსა (BTC) და ეთერიუმზე (Ethereum) გაყიდოს და გააქირაოს. ამ მიმართულებით, მას პარტნიორობას გაუწევს შვეიცარიული საბროკერო კომპანია „ბიტკოინ (BTC) სუისი“.

„ემაარს“ ჯერჯერობით ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უფრო მეტიც, „ლოვინ დუბაიმ“ ამოიღო ის სქრინშოტი, რომელიც მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებდა. „ემაარის“ წერილის სქრინშორტი წაშალა ინფორმაციის პირველმა წყარომ, „კოინზდეიტამაც“.

საინტერესოა, რომ „ემაარის“ მიერ, გადახდის საშუალებად, ციფრული ვალუტების მიღებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია 2019 წლიდან ცირკულირებს. თავად კომპანია ამ ხმებს მუდმივად უარყოფს და აცხადებს, რომ ანგარიშსწორებას მხოლოდ ემირატების დირჰამით და ამერიკული დოლარით აწარმოებს.

გარდა იმისა, რომ 829 მეტრის სიმაღლის „ბურჟ ხალიფას“ მშენებლობას უძღვებოდა, „ემაარი“ იმითაც არის ცნობილი, რომ ემირატებში არაერთი ლუქს კლასის უძრავი ქონება აქვს შექმნილი.

მარტის დასაწყისში, დუბაიმ გამოაცხადა, რომ ქმნის ციფრული ვალუტების მარეგულირებელ სტრუქტურას, სახელწოდებით „ციფრული აქტივების მარეგულირებელი ორგანიზაცია“ (VARA). მისი დანიშნულება ისაა, რომ ახალი სავაჭრო პლატფორმებისთვის ლიცენზიები გასცეს და ციფრული ვალუტებით ვაჭრობა გააკონტროლოს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved