“ვეშაპები” ბიტკოინის გაუფასურებით სარგებლობენ

Home » სიახლეები » “ვეშაპები” ბიტკოინის გაუფასურებით სარგებლობენ
24/01/2024
“ვეშაპები” ბიტკოინის გაუფასურებით სარგებლობენ

მას შემდეგ, რაც 11 იანვარს ETF პროდუქტები ჩაეშვა, ბიტკოინი 19%-ით გაუფასურდა. CoinDesk-ის ინფორმაციით, მოვლენების მსგავს განვითარებას კარგად იყენებენ ე.წ “ვეშაპები” – ის ინსტიტუციები ან ინდივიდები, ვინც კრიპტოს განსაკუთრებით დიდ რაოდენობას ფლობს.

მაგალითად, X-ზე გავრცელებული ინფორმაციით, ციფრული აქტივების ბირჟა Bitfinex-ზე ვიღაც, ბოლო 3 დღეა განუწყვეტლივ, TWAP მეთოდით ყიდულობს $BTC-ის. X-ზევე ბაზრის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მათი შეფასებით, გასულ დღეებში ასე დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულების spot-ს დააგროვებდნენ.

Bitfinex-ის ვეშაპები ცნობილი არიან ბაზარზე ცვლილებების გამოწვევით.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved