უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს „ვირტუალური აქტივების შესახებ“ (VA), რომელიც არეგულირებს ქვეყანაში კრიპტოვალუტების მიმოქცევას.
დოკუმენტის წყალობით, კრიპტო კომპანიებს უკრაინაში ლეგალურად მუშაობა შეეძლებათ, ბანკებს კი კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის ანგარიშების გახსნა შეუძლიათ.
„ჩვენ გვჯერა, რომ კრიპტო ინდუსტრია ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე მოვაახლოვოთ ნათელი ახალი მომავალი“, – თქვა ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილემ ალექს ბორნიაკოვმა განცხადებაში.
ციფრული ვალუტის მფლობელებს გარანტირებული აქვთ მათი უფლებების სასამართლო დაცვა.
შეგახსენებთ, დოკუმენტის განახლებული ტექსტი უმაღლესმა რადამ 17 თებერვალს მიიღო.