Cointelegraph – ის მიერ 2019 წლის 12 იანვარს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, იაპონიის ფინანსთა სააგენტო კრიპტოსავალუტო ბირჟებისათვის ლიცენზიების მინიჭების აპლიკაციების განხილვის პროცესშია და შესაბამისად შვიდი აპლიკანტის ბედი მავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ფინანსური მომსახურების სააგენტოს (FSA) მიერ აპლიკაციების გადახედვის პროცესის თაობაზე ახალი ინფორმაცია გამოაშკარავდა, კერძოდ ის, რომ აღნიშნული პროცესი მოიცავს ხანგრძლივ პროცედურებს, რომელიც აპლიკაციის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში გრძელდება, რაც თავის მხრივ აერთიანებს 400 – მდე კითხვაზე პასუხის გაცემას (ორივე შემთხვევისთვის) ოფიციალური თანხმობის ან უარყოფის შემთხვევებში. FSA – ს განმარტების თანახმად, ოფიციალური პასუხის მიღების შემდეგ, სააგენტო თანამშრომლობს კონკრეტულ კომპანიასთან ბიზნეს გეგმის, მმართველობის ფორმის, კიბერ – უსაფრთხოების, მართვის სისტემის, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებებისა და კონტრტერორისტული დაფიანსების დასამოწმებლად. განხილვის ამ ეტაპზე, სააგენტოს ოფიცრები პირდად დაამოწმებენ კომპანიის გამოცდილებას ზემოთხსენებული მიმართულებების მიხედვით.
პირველი ფაზის შემდეგ, რაც დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში გრძელდება, კომპანია ფინანსური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურად წარუდგენს საკუთარ განცხადებას. ამ ეტაპზე სააგენტო ამოწმებს განცხადებას და ლიცენზიის გაცემის თობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაახლოებით ორი თვე გრძელდება. FSA – მ განაცხადა, რომ განხილვის პირვლელ ფაზაში 21 კომპანია მონაწილეობს, ხოლო შვიდი მათგანი უკვე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზეა. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ 2019 წლის ზაფხულისათვის დაახლოებით 7 კომპანია დადებით პასუხს მიიღებს საკუთარ განაცხადზე. ამავდროულად, როგორც Cointelegraph – ი ცოტა ხნის წინ იტყობინებოდა, FSA – მ უარყო ფინანსური გამომცემლობა Bloomberg – ის მიერ გავრცელებული ჭორი ბიტკოინის გაცვლით – სავაჭრო ფონდებზე (ETFs) ნებართვის გაცემის საკითხის განხილვასთან დაკავშრებით. აღსანიშნავია ისიც, რომ FSA ასევე განიხილავს ისეთი არარეგისტრირებული ფირმების რეგულირებას, რომლებიც კრიპტოვალუტებში განხორციელებულ ინვესტიციებს შუამავლობენ.[1]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/japan-seven-cryptocurrency-exchanges-could-receive-fsa-issued-licenses-in-two-months