Cointelegraph – ის მიერ 14 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ახალი ეკონომიკის იპონურმა ასოციაციამ (JANE) – მა იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს (FSA) – ს კრიპტოვალუტებით ვაჭრობიდან მიღებულ შემოსავალზე დაწესებული საგადასახადო განაკვეთის შემცირების თხოვნით მიმართა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად JANE – მა ქვეყნის ფინანსურ მარეგულირებელს წინადადებით მიმართა, სადაც ისინი მარეგულირებელს კრიპტოვალუტისათვის საყოველთაო დაბეგვრის ნაცვლად პროგრესული გადასახადების შემოღებას სთხოვენ. სტატიის მიხედვით, ამჟამად ნავაჭრი კრიპტოვალუტებიდან მიღებული შემოსავალი 55 პროცენტით იბეგრება, ხოლო პროგრესული საგადასახადო სისტემის შემოღება გადასახადს 20 პროცენტამდე შეამცირებს, რომელიც ისეთივე საგადასახადო მაჩვენებელს წარმოადგენს როგორიც დაწესებულია აქციებითა და უცხოური ვალუტებით ვაჭრობიდან მიღებულ შემოსავალზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ასოციაცია კრიპტოვალუტებში (crypto-to-crypto) შესრულებულ ტრანზაქციებზე გადასახადის გაუქმებასაც მოითხოვს.
JANE – ი საკუთარ წინანდადებაში იაპონიის ფინანსურ მარეგულირებელს მოუწოდებს არ მიიღოს ისეთი შემზღუდველი რეგულაციები, რომლებიც ზიანს მიაყენებენ კრიპტო ინდუსტრიაში შემუშავებულ ინოვაციებს. კერძოდ, მათი მოთხოვნა ეხება FSA – ს რეგულაციის მასშტაბებს, როგორიცაა პირველადი მონეტის შეთავაზების (ICO), კრიპტოვალუტებისა და კონტრაქტებით ვაჭრობის კონტროლი. Rakuten – მა, რომელიც ცნობილია როგორც „იაპონიის Amazon” – ი, ცოტა ხნის წინ საკუთარი კორპორატიული სტრუქტურის განახლების შესახებ გამოაცხადა, რაც კრიპტო გადახდების განსახორცილებლად და კრიპტო ბიზნესის საწარმოებლად ახალი შვილობილი კომპანიის შექმნას მოიცავს. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ იგი აპირებს საკუთარი ლოალობის ფილიალის Spotlight inc. – ის რებრენდინგს ახალ სუბიექტად, რომელიც Rakuten Payment – ის სახელით იქნება ცნობილი და ბაზარზე კრიპტოსავალუტო ბირჟის ფუნქციასაც შეითავსებს.[1]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/japan-economic-alliance-asks-financial-regulator-fsa-to-reduce-tax-on-crypto