იაპონიის უმსხვილესი სარკინიგზო კომპანია სამგზავრო ბარათებისათვის ახალი კრიპტო გადახდების სისტემის შემუშავებას აპირებს

Home » სიახლეები » იაპონიის უმსხვილესი სარკინიგზო კომპანია სამგზავრო ბარათებისათვის ახალი კრიპტო გადახდების სისტემის შემუშავებას აპირებს
01/04/2019
იაპონიის უმსხვილესი სარკინიგზო კომპანია სამგზავრო ბარათებისათვის ახალი კრიპტო გადახდების სისტემის შემუშავებას აპირებს

ტოკიოში გამართულ ბიზნეს (საქმიან) პრეზენტაციაზე (2019 წლის 27 მარტი), იაპონური კრიპტოსავალუტო ბირჟის წარმოადგენელმა, სამმართველო საბჭოს წევრმა და პრეზიდენტმა კაზუჰირო ტოკიტამ ახალი კრიპტოსავალუტო გადახდის სისტემის შექმნა დაანონსა. გადახდის ახალი სისტემა აღმოსავლეთ იაპონიის უმსხვილესი სარკინიგზო კომპანიის (JR East) ე.წ. Suica სამგზავრო (და ამავდროულად საგადახდო) ბარათების მფლობელებს საშუალებას მისცემს ბარათები ფულთან ერთად კრიპტოვალუტის მეშვეობით შეავსონ და განახორციელონ გადახდები. თუმცა, ჯერ – ჯერობით ეს სიახლე იდეის დონეზე განიხილება და არ არსებობს კონკრეტული გეგმა თუ როგორ განხორციელდება აღნიშნული პროექტი. ასევე, კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასული წლის მარტის ჩათვლით მომხარებლებზე დაახლოებით 70 მილიონი ერთეული Suica ბარათი გაიცა.

კომპანიის ვებ – გვერდის მიხედვით Suica ბარათი წარმოადგენს ე.წ. e-money ბარათს, რომლის დახმარებითაც მომხმარებლები ყიდულობენ კონკრეტულ საქონელსა და მომსახურებას და ამავდროულად იხდიან სატრანსპორტო მომსახურებისთვისაც. როგორც Cointelegraph – ი ცოტა ხნის წინ იტყობინებოდა, იაპონიის საფინანსო მომსახურების სააგენტომ (FSA) – მ 2019 წლის 28 მარტიდან Decurrent – ს ბაზარზე ოპერირების უფლება მისცა.

Cointelegraph – იაპონიის ცნობით, ბირჟაზე ვაჭრობა 2019 წლის აპრილიდან დაიწყება და მომხმარებლებს შეეძლებათ ივაჭრონ ისეთი კრიპტოვალუტებით, როგორიცაა ბიტკოინი (BTC), ბიტკოინ ქეში (BCH), ლაითკოინი (LTC) და რიპლი (XPR). გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბირჟაზე ეთერიუმი (ETH) ივნისში ან ივლისში დაემატება, და როგორც ბიტკოინი ისე იენი (იაპონური ვალუტა) იქნებიან ძირითადი გაცვლის წყვილები (base pairs). ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის 25 მარტს FSA – ლიცენზიის მიღების შემდეგ, იაპონიის ერთ – ერთმა ელექტრონული კომერციის გიგანტმა საკუთარი კრიპტოსავალუტო ბირჟის შექმნა (ე.წ. Rakuten Wallet) გადაწყვიტა.[1]


[1] წყარო: https://myc.ge/2FJpM6v

© 2020 MyCoins.ge all rights reserved