ილონ მასკის განცხადებამ დოჯქოინის (DOGE) ფასი გაზარდა!

Home » დოჯი » ილონ მასკის განცხადებამ დოჯქოინის (DOGE) ფასი გაზარდა!
14/05/2021
ილონ მასკის განცხადებამ დოჯქოინის (DOGE) ფასი გაზარდა!

ილონ მასკის მიერ საკუთარი Twitter-ის პროფილზე გაკეთებულმა განცხადებამ, დოჯქოინის (DOGE) ღირებულება, ბოლო რამოდენიმე საათში 42%-ით გაზარდა.

მასკის განცხადებით, იგი დოჯქოინის (DOGE) დეველოპერულ გუნდთან თანამშრომლობას იწყებს, რათა კრიპტოვალუტის ტრანზაქცია უფრო მეტად ეფექტური გახდეს.

მასკის ამგვარ განცხადებამდე, დოჯქოინის (DOGE) მარკეტის კაპიტალიზაცია $55 მილიარდს შეადგენდა, განცხადების შემდეგ კი, მხოლოდ 15 წუთში, კაპიტალიზაციამ ≈ $66 მილიარდს მიაღწია.

თავად 1 დოჯქოინის (DOGE) ფასი კი, სულ რამოდენიმე საათში, 42% ზრდის შემდეგ, $0,38-დან $0,54-მდე ავიდა

ექსპერტების თქმით, დოჯქოინისთვის (DOGE) მასკის მსგავსი მხარდაჭერა, ძალიან პერსპექტიული მომავლის მომცემია და შესაძლოა დოჯქოინის (DOGE) $1-მდე ასვლა იმაზე გაცილებით სწრაფად ვიხილოთ, ვიდრე აქამდე მოველოდით.

შენ რას ფიქრობ, როგორი მომავალი აქვს დოჯქოინს (DOGE)?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved