Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა, კიდევ ერთხელ გააჟღერა ,,ბიტკოინი”, თუმცა ამჯერად უჩვეულო კონტექსტით.
,,ბიტკოინი ჩემი უსაფრთხო სიტყვა არ არის” – გაუზიარა თავის 30 მილიონ გამომწერს მან Twitter-ზე, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ეს ფაქტი განსაკუთრებულ ყურადღებას მას შემდეგ იქცევს, რაც მან აპრილში ბიტკოინის მიმართ პოზიტიური კომენტარები გააკეთა. თუმცა ფაქტია, რომ მის განცხადებას ბიტკოინის ფასზე ამ ეტაპზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და ის ისევ $7,730-იან ნიშნულზეა.
Twitter-ზე გამოქვეყნებული სტატუსის შემდებ, მასკი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა კრიპტოვალუტებს და ამჯერად ფავორიტი კრიპტოვალუტა გაუზიარა გამომწერებს, თუმცა პოსტი მალევე წაშალა.
ამავდროულად, ილონ მასკს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მოსწონს ბიტკოინის სტრუქტურა, თუმცა პირდაპირ არასდროს დაუკავშირებს თავს კრიპტოვალუტებს.
საინტერესოა, რა მიზანი ჰქონდა მას და იმოქმედებს თუ არა ეს ბიტკოინის ფასზე მომდევნო დღეებში?
წყარო: https://myc.ge/2FAqSSj