ინსტაგრამს დაემატება NFT-ის მხარდაჭერა

Home » ბლოგი » ინსტაგრამს დაემატება NFT-ის მხარდაჭერა
16/03/2022
ინსტაგრამს დაემატება NFT-ის მხარდაჭერა

Instagram დანერგავს NFT-ის მხარდაჭერას. ამის შესახებ Meta-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა SXSW კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჩანს, დღესდღეობით ყველა ერთვება NFT-ებში, რატომ უნდა იყოს განსხვავებული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია? Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გამოაცხადა, რომ Instagram მალე საშუალებას მისცემს მომხმარებლებს აჩვენონ NFT-ები.

მომხმარებლებს შეეძლებათ შექმნან NFT-ები პლატფორმაზე „უახლოეს თვეებში“, ცუკერბერგმა ზუსტი თარიღი არ დაასახელა. მან ასევე ისაუბრა მომავალში NFT-ის სახით მომხმარებლის ტანსაცმლისა და ციფრული ავატარების შექმნის შესაძლებლობაზე. ცუკერბერგმა ასევე თქვა, რომ მეტას NFT ამბიციები სცილდება Instagram-ს და მომავალში ხედავს NFT-ების შერწყმას მზარდ მეტავერსიასთან.

რა თქმა უნდა, სოციალური მედიის ქსელებში NFT არ არის ახალი. როგორც AdWeek-მა აღნიშნა, Twitter-მა iOS-ის Twitter-ის Blue აბონენტებს ნება დართო, რომ გამოიყენონ NFT პროფილის სურათად თუმცა, კომპანიამ არ მისცა მომხმარებლებს საკუთარი NFT-ების დამზადების უფლება. მომხმარებლისთვის ინსტაგრამზე საკუთარი NFT-ების გამოყენების შესაძლებლობა ბევრად აღემატება იმას, რასაც Twitter იძლევა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved