სტატიაში განვიხილავთ ყველა იმ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი კრიპტოსაფულის ბალანსი. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი, თქვენთვის ახალი და ამავდროულად ბევრად უფრო კომფორტული აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ MyCoins-ისა და eMoney საფულის სავალუტო (არაკრიპტოვალუტა) ანგარიშები საზიაროა, შესაბამისად MyCoins-ის ბალანსის შევსებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალანსის შევსების ყველა ის მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია eMoney ბალანსის შევსება.
აქვე გაცნობებთ, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან eMoney/MyCoins ბალანსის შევსების პირობებში შევიდა ცვლილება
მომხმარებელს შეუძლია eMoney ბალანსის შევსება სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, რომელიც ასევე აესახება MyCoins-ის ანგარიშზეც. სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე ამოქმედდა შემდეგი სახის შეზღუდვები :
- თვიური ლიმიტი (30 კალენდარული დღე) – სამი ჩარიცხვა
- დღიური ლიმიტი (24 საათი) – ერთი ჩარიცხვა
- ჩარიცხული თანხის რაოდენობა დამოკიდებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ერთჯერადად მიღებული თანხის ოდენობაზე
აღნიშნული შეზღუდვების განხორციელება დაიწყო 8 იანვარიდან და ეტაპობრივად გავრცელდება ყველა იმ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე, რომლიდანაც ხდება eMoney ბალანსის შევსება:
- ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან – ჩარიცხვის საკომისიო 0%
- თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან – ჩარიცხვის საკომისიო 0%
- საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან – ჩარიცხვის საკომისიო 1%
- PAYBOX აპარატიდან – ჩარიცხვის საკომისიო 2%
შეავსეთ სრულიად უფასოდ MyCoins-ის ბალანსი ქართული ბანკებიდან
აირჩიეთ სასურველი ბანკი და ვალუტა (ლარი, დოლარი) და შეავსეთ MyCoins – ის ბალანსი ინტერნეტბანკით, ან სერვისცენტრიდან გადმორიცხვით. აღნიშნული მეთოდით გადმორიცხვა არის უფასო და სამუშაო საათებში გადმორიცხული თანხა, გადმორიცხვიდან რამოდენიმე წუთში აგესახებათ eMoney/MyCoins-ის ბალანსზე.
- შედით თქვენს MyCoins ანგარიშზე
- აირჩიეთ “ბალანსის შევსება”
- აირჩიეთ “Bank Transfer”
- აირჩიეთ სასურველი ბანკი
- აღნიშნული საბანკო ანგარიში, გამოიყენეთ ამავე ბანკის ინტერნეტბანკით ან სერვისცენტრიდან გადმორიცხვისას.
მაგალითად:თუ მომხმარებელს აქვს თიბისი ბანკის ანგარიში და სურს გადმორიცხოს თანხა MyCoins-ის ბალანსზე, ამისათვის მან უნდა აირჩიოს თიბისი ბანკის რეკვიზიტი, რომელსაც მიუთითებს თიბისი ბანკის ინტერნეტბანკით გადმორიცხვისას მიმღების გრაფაში, ხოლო დანიშნულებაში მიუთითებს MyCoins-ის ანგარიშის ცხრანიშნა კოდს და სიტყვას “ბალანსის შევსება”-ს.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ დოლარის ანგარიშზე გადმორიცხვა, დანიშნულებაში მიუთითეთ ანგარიშის ცხრანიშნა კოდი და სიტყვა “Top up”.
ვალუტა:
ლარი
დოლარი
გადმორიცხვის საკომისიო – 0%
გადმორიცხვის ლიმიტი:
- ვერიფიცირებული მომხმარებლისათვის – ულიმიტო
- არავერიფიცირებული მომხმარებლისათვის – 1500 ლარის ექვივალენტი
შეავსეთ MyCoins-ის ბალანსი VISA/MasterCard ბარათით
შეავსეთ თქვენი MyCoins–ის ბალანსი VISA/MasterCard ბარათით:
- შედით თქვენს MyCoins ანგარიშზე
- აირჩიეთ “ბალანსის შევსება”
- აირჩიეთ “VISA/MasterCard”
- აირჩიეთ გადახდის ტერმინალი (თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი)
მეტი კომფორტისათვის გადააბით VISA ან MasterCard ბარათი eMoney ანგარიშს და ისარგებლეთ ავტოშევსების სერვისით. ბარათიდან გადმორიცხული თანხა აისახება თქვენს eMoney ანგარიშზე, შესაბამისად MyCoins-ის ანგარიშზეც.
ვალუტა:
ლარი
დოლარი
გადმორიცხვის საკომისიო:
ლარში – 2.5%, მინიმუმ 0.1
დოლარში – 2.5%, მინიმუმ 0.03
გადმორიცხვის ლიმიტი:
გადაბმული ბარათის შემთხვევაში
გადარიცხვის ლიმიტი ვერიფიცირებული მომხმარებლისათვის – 300 ლარის ექვივალენტი
გადარიცხვის ლიმიტი არავერიფიცირებული მომხმარებლისათვის – 50 ლარის ექვივალენტი
გადაუბმელი ბარათის შემთხვევაში
გადარიცხვის ლიმიტი ვერიფიცირებული მომხმარებლისათვის – 150 ლარის ექვივალენტი (ლიბერთი)
გადარიცხვის ლიმიტი არავერიფიცირებული მომხმარებლისათვის – 30 ლარის ექვივალენტი (ლიბერთი)
გადარიცხვის ლიმიტი ვერიფიცირებული მომხმარებლისათვის – 200 ლარის ექვივალენტი (თიბისი)
გადარიცხვის ლიმიტი არავერიფიცირებული მომხმარებლისათვის – 100 ლარის ექვივალენტი (თიბისი)
შეავსეთ MyCoins-ის ბალანსი PAY ბარათით (Smartivi, Fortuna…)
თუ თქვენ ფლობთ PAY ბარათს, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ PAY ბარათიდან შეავსოთ MyCoins-ის ბალანსი.
- შედით თქვენს MyCoins ანგარიშზე
- აირჩიეთ “ბალანსის შევსება”
- აირჩიეთ “PAY”
- მიუთითეთ თქვენი PAY ბარათის Nickname-ი, Password-ი და სასურველი თანხა.
ვალუტა:
ლარი
გადმორიცხვის საკომისიო – 0%
გადმორიცხვის ლიმიტი:
დღიური – 2000 ლარის ექვივალენტი
ერთჯერადი ტრანზაქციული ლიმიტი – 499 ლარი
შეავსეთ MyCoins-ის ბალანსი ლიბერთი ბანკის ანგარიშიდან
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ MyCoins-ის ბალანსი ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან, ამისათვის დაგჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი eMoney ანგარიშის ნომერი. ლიბერთი ბანკიდან ჩარიცხული თანხა აისახება თქვენს eMoney ანგარიშზე, შესაბამისად MyCoins-ის ანგარიშზეც.
ვალუტა:
ლარი
დოლარი
გადმორიცხვის საკომისიო – 0%
გადმორიცხვის ლიმიტი:
- ვერიფიცირებული მომხმარებლისათვის – ულიმიტო
- არავერიფიცირებული მომხმარებლისათვის – 1500 ლარის ექვივალენტი
შეავსეთ მარტივად MyCoins-ს ბალანსი თიბისისა და ტერა ბანკის ინტერნეტბანკიდან
შეავსეთ მომენტალურად თქვენი MyCoins-ს ბალანსი თიბისისა და ტერა ბანკის ინტერნეტბანკის საშუალებით.
- შედით თქვენს ინტერნეტბანკში
- აირჩიეთ კომუნალური გადახდები
- აირჩიეთ კატეგორია “სხვა”
- აირჩიეთ “eMoney”
- შეიყვანეთ eMoney ანგარიშის ნომერი
აღნიშნული მეთოდით ჩარიცხული თანხა მომენტალურად აისახება თქვენს eMoney ბალანსზე, შესაბამისად MyCoins-ის ანგარიშზეც.
ვალუტა:
ლარი
გადმორიცხვის საკომისიო:
თიბისი ბანკი – 0%
ტერა ბანკი – 2%
გადმორიცხვის ლიმიტი:
თიბისი ბანკი – 1500 ლარი
ტერა ბანკი – 1499 ლარი
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით.