Crowdsourcing პლატფორმა Premise-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის საფუძველზე განხილულ იქნა ციფრული ვალუტების აღქმის საკითხი სხვადასხვა ქვეყანაში და აღმოჩნდა, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა ბიტკოინს (BTC) ამჯობინებს ადგილობრივ ვალუტას.
პრესის განცხადებაში Premise-მა მიუთითა, რომ გამოკითხულთა 41%-ი მიიჩნევს ბიტკოინს (BTC) უფრო საიმედო აქტივად, ვიდრე ადგილობრივ ვალუტებს.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 33%-ის აზრით აღნიშნული გამოწვეულია ძირითადად ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დეცენტრალიზებული ასპექტის გათვალისწინებით.