კომპანია Intel-მა გამოაცხადა, რომ ოფიციალურად შემოდის კრიპტო ვალუტის ბაზარზე და მიმდინარე წელს ბლოქჩეინ-ამაჩქარებელს გამოუშვებს.
რაჯა კოდური, Intel-ის დაჩქარებული გამოთვლითი და გრაფიკული ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, აცხადებს, რომ კომპანიას სურს წვლილი შეიტანოს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარებაში. ამისთვის Intel დაიწყებს ენერგოეფექტური ამაჩქარებლების წარმოებას კრიპტო მაინინგისათვის.
“ჩვენ ველით, რომ ჩვენი ტექნიკური ინოვაციები მოგვცემენ საშუალებას შევქმნათ ბლოკჩეინ ამაჩქარებელი, რომლის გამომუშავებაც 1000-ჯერ მეტად ეფექტური იქნება აქამდე არსებულ 1 ვატზე ალგორითმზე დაფუძნებულ SHA-256 მაინინგისათვის “, – განაცხადეს კომპანიაში.