კომპანია Intel ოფიციალურად შემოდის კრიპტო ვალუტის ბაზარზე

Home » ბლოგი » კომპანია Intel ოფიციალურად შემოდის კრიპტო ვალუტის ბაზარზე
15/02/2022
კომპანია Intel ოფიციალურად შემოდის კრიპტო ვალუტის ბაზარზე

კომპანია Intel-მა გამოაცხადა, რომ ოფიციალურად შემოდის კრიპტო ვალუტის ბაზარზე და მიმდინარე წელს ბლოქჩეინ-ამაჩქარებელს გამოუშვებს.

რაჯა კოდური, Intel-ის დაჩქარებული გამოთვლითი და გრაფიკული ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, აცხადებს, რომ კომპანიას სურს წვლილი შეიტანოს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარებაში. ამისთვის Intel დაიწყებს ენერგოეფექტური ამაჩქარებლების წარმოებას კრიპტო მაინინგისათვის.

“ჩვენ ველით, რომ ჩვენი ტექნიკური ინოვაციები მოგვცემენ საშუალებას შევქმნათ ბლოკჩეინ ამაჩქარებელი, რომლის გამომუშავებაც 1000-ჯერ მეტად ეფექტური იქნება აქამდე არსებულ 1 ვატზე ალგორითმზე დაფუძნებულ SHA-256 მაინინგისათვის “, – განაცხადეს კომპანიაში.

წყარო

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved