კომპანია Nasdaq-ის აღმასრულებელი დირექტორის, ადენა ფრიდმენის განცხადებით ბიტკოინი და კრიპტოვალუტები შესაძლოა გახდეს მომავლის მსოფლიო ვალუტა

Home » სიახლეები » კომპანია Nasdaq-ის აღმასრულებელი დირექტორის, ადენა ფრიდმენის განცხადებით ბიტკოინი და კრიპტოვალუტები შესაძლოა გახდეს მომავლის მსოფლიო ვალუტა
23/01/2019
კომპანია Nasdaq-ის აღმასრულებელი დირექტორის, ადენა ფრიდმენის განცხადებით ბიტკოინი და კრიპტოვალუტები შესაძლოა გახდეს მომავლის მსოფლიო ვალუტა

სოციალური ქსელის, LinkedIn-ის ბოლო პოსტში Nasdaq-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადენა ფრიდმენმა განაცხადა, რომ ბიტკოინი და კრიპტოვალუტები ეს არის ინოვაცია, რომელმაც დაიმსახურა გახდეს მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი.

„ გამოგონება, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს  გენიალურობისა და კრეატიულობის დემონსტრაციას, იმსახურებს შესაძლებლობას, რომ დაიმკვიდროს მყარი პოზიცია ჩვენს ეკონომიკაში. სადავო საკითხს წარმოადგენს ის, რომ ორი მთავარი ფაქტორი – მართვისა და  რეგულაციების სიცხადე, რომელიც არის ამოსავალი წერტილი პრაქტიკული, გამოსადეგარი და ბევრად სტაბილური ღირებულებებისა, წინააღმდეგობაში მოდის დეცენტრალიზებული, არარეგულირებადი მსოფლიო ვალუტის შექმნის თავდაპირველ ჩანაფიქრთან.“

კომპანია Nasdaq-ს თავისი წვლილი შეაქვს მომავლის ტექნოლოგიების განვითარებაში.

ფრიდმენის განცხადებით, Nasdaq-ი სთავაზობს დამწყებ ბირჟებს თავიანთ სავაჭრო ტექნოლოგიებს, რომლის მიზანია დაეხმაროს მათ დაიმსახურონ ინვესტორთა ნდობა. Nasdaq-მა ასევე განახორციელა ინვესტირება კომპანია ErisX-ში, ინსტიტუციონალური სავაჭრო ბირჟა, რომელიც განკუთვნილია კრპტოვალუტებისა და ფიუჩერსებით ვაჭრობისათვის.

ის ასევე მიიჩნევს, რომ აღნიშნული წელი იქნება კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი, იმისა, რომ ციფრული ვალუტა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომავალში. ხოლო გავლენის დონე დამოკიდებულია რეგულაციებსა და იმაზე თუ როგორ მიიღებს მას ფართო ინსტიტუციონალური დაწესებულებები.

დიდი მოლოდინების მიუხედავად, ფრიდმენი ამბობს, რომ კრიპტოვალუტების მომავალი განუსაზღვრელია და ორი პოტენციური მიმართულება არსებობს.

სტატიის ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved