კომპიუტერული თამაშების კომპანია Unity – ი თამაშების კრიპტო – მონეტარიზაციაზე მუშაობს

Home » სიახლეები » კომპიუტერული თამაშების კომპანია Unity – ი თამაშების კრიპტო – მონეტარიზაციაზე მუშაობს
11/03/2019
კომპიუტერული თამაშების კომპანია Unity – ი თამაშების კრიპტო – მონეტარიზაციაზე მუშაობს

ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ოფისმა 2019 წლის 5 მარტს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დანიურმა კომპიუტერული თამაშების დეველოპერმა კომპანიამ თამაშების კრიპტოვალუტებით მონეტარიზაციისათვის პატენტი მოითხოვა. Unity Technologies – ის (რომლის პროგრამულ უზრუნველყოფას მსოფლიში არსებული თამაშების ნახევარი იყენებს)  აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლები თამაშების კრიპტოვალუტებით მონეტარიზაციას აპირებენ. პატენტის აღწერის მიხედვით, დღესდღეობით არ არსებობს რაიმე ცნობილი მექანიზმი, რომელიც ნებისმიერ ობიექტს (ფიზიკურს თუ ვირტუალურს) უნიკალურ იდენთიფიკატორს მიანიჭებს და აღნიშნულ ობიექტებს მისცემს შეცვლის, გადაცემის, გაცვლის, ვაჭრობისა და უბრალოდ გაცემის საშუალებას კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით. პატენტის დოკუმენტი ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ საკითხზე, რომ ამჟამად არ არსებობს რაიმე სახის საერთო პლატფორმა ან ცოდნის გაზიარების სტანდარტი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მომხმარებლებს, აპლიკაციებსა და სხვადასხვა თამაშებს შორის (სადაც მომხმარებელი ან აპლიკაცია გასცემს კონკრეტულ ბრძანებას) კრიპტოვალუტით მონეტარიზებული ობიექტების გაცვლა, კოლექციების შეგროვება და ტრანსფერების განხორციელება.

ამავე კვირაში, ციფრული აქტივების მონეტარიზაციის სტარტაპმა Enjin – მა Unity – სთვის გამოუშვა ე.წ. პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების ნაკრები (SDK), რომელიც Unity – ს დეველოპერებს საშუალებას მისცემს შექმნან, გააერთიანონ და მართონ ეთერიუმის (ETH) ბლოკჩეინზე დაფუძნებული ERC1155 ტიპის მონეტები. Enjin – ის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების ნაკრების შექმნა და მათი დახმარებით კომპიუტერული თამაშების აქტივების მონეტარიზაცია, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გლობალურად ჩაერთონ კომპიუტერული თამაშების ქსელში და სხვადასხვა თამაშებში გადაიტანონ ან გამოიყენონ მათ მიერ დაგროვებული ვირტუალური აქტივები/ნივთები.[1]  


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/unity-unveils-patent-for-blockchain-based-uniquely-identified-in-game-token-system

© 2020 MyCoins.ge all rights reserved