გასულ კვირაში, MyCoins-ის ბლოგზე ჰალვინგამდე ბიტკოინის გაუფასურების შესაძლებლობაზე ვწერდით. მოლოდინი გამართლდა – Coingecko-ს მონაცემებით, ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოაქტივი ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ჯამში 11,2%-ით გაუფასურდა, ეთერიუმისთვის კი ეს მაჩვენებელი 16,1%-ია. Bear განწყობებმა მთლიანად მოიცვა კრიპტო. ბაზრის მსგავს ქცევას, ჰალვინგამდე რამდენიმე დღით ადრე, კრიპტოსამყარო მიჩვეული არ არის.
Coindesk-ის ინფორმაციით, 10x Research-ის ანალიტიკოსმა, მარკუს თაილენმა, რომელიც აქამდე Bull განწყობით გამოირჩეოდა, საკუთარი პროგნოზები უარყო. “ვშიშობთ, რომ სარისკო აქტივები (კრიპტო და სტოკები) საგრძნობი კორექციის ზღვარზე არიან. ამის მთავარი მიზეზი მოულოდნელი და განგრძობითი ინფლაციაა. სახაზინო პროცენტი (Treasury Yield) 4,50%-ს გასცდა”. აღსანიშნავია ისიც, რომ შტატებში დალისტულ ბიტკოინის spot ETF-ებში თანხის შედინებამ ძლიან იკლო.
მარკუს თაილენმა აღნიშნა ისიც, რომ ტექ სტოკებიც გაყიდეს: “მაღალი რისკის აქტივებს Bear განწყობით ვმართავთ, მხოლოდ რამდენიმე მაღალი სანდოობის მქონე კრიპტო-აქტივი დავიტოვებთ. 2023-2024 წლის აღმასვლა დიდწილად განპირობებული იყო იმ მოლოდინით, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა”.