მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ გასული კვირა შემცირებული ღირებულებით დაასრულა, მისი ფასი 8,000$-იან ნიშნულს ჩამოსცდა და გასული კვირა 2.5%-იანი ვარდნით დახურა, თუმცა ორშაბათი კრიპტოვალუტების ბაზრის გამოცოცხლებით დაიწყო.
ბიტკოინმა გუშინდელი დღე $8,000 სავაჭრო ფასით გახსნა და დღეს უკვე მისმა ღირებულებამ $8,234-ს მიაღწია, რაც ნიშნავს 5.35%-იან ზრდას გასულ 24 საათში.
ბიტკოინის ფასის გასული 7 დღის სტატისტიკა ასე გამოიყურება
აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა გამოაქვეყნა რეპორტი, რომელშიც იწინასწარმეტყველა ბიტკოინის ფასის $90,000-თან მიახლოება 2020 წლის მაისისთვის და ხაზი გაუსვა მის პოტენციალს ოქროს ჩანაცვლების კუთხით.
რეპორტი, რომლის მთავარი ჰედლაინია: ,,დაჩრდილავს თუ არა ბიტკოინი ოქროს?” განხილულია ბიტკოინის და რამდენიმე ძვირფასი ლითონის SF (Stock To Flow) მოდელი, რომლის თანახმადაც შეიმჩნევა 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მაისამდე ბიტკოინის SF კოეფიციენტის მაღალი ნიშნულისკენ გადაადგილება, რაც ნიშნავს, რომ ის აღნიშნული პერიოდისთვის ბევრად უფრო ღირებული იქნება.
იხ. რეპორტი დეტალურად: https://myc.ge/2Mpfuf8
ბიტკოინის გარდა, შესამჩნევი ზრდა გვაქვს ალტკოინების ფასშიც. ეთერიუმის სავაჭრო ფასი 6.6%-ით გაიზარდა და ის დღევანდელი მდგომარეობით $181.12 ღირს.
რიპლიც აგრძელებს ფასის შთამბეჭდავ, 9%-იან ზრდას და გასულ 24 საათში მისი ღირებულება უკვე $0.277-ამდე შეიცვალა.
ასევე დადებით ტრენდს აჩვენებს სხვა პოპულარული პრიპტოვალუტები: ბიტკოინ ქეში, ლაითკოინი, ეოსი, დეში. ჯამში კი კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია კვირის დასაწყისში $214 მილიარდიდან $221 მილიარდამდე გაიზარდა, რომლის 66.6%-ს ბიტკოინის კაპიტალიზაცია შეადგენს.
იყიდე, გაყიდე, მიიღე, გააგზავნე და შეინახე კრიპტოვალუტები MyCoins.ge-ზე
წყარო: https://myc.ge/2IuRMwS