კრიპტოს ვადიან გარიგებებში ბიტკოინის წილი შემცირდა

Home » სიახლეები » კრიპტოს ვადიან გარიგებებში ბიტკოინის წილი შემცირდა
27/12/2023
კრიპტოს ვადიან გარიგებებში ბიტკოინის წილი შემცირდა

Coinalyze-ის გავრცელებული ინფორმაციით, წლის ბოლოს კრიპტომოვაჭრეებში ტენდენცია შეიცვალა და ისინი ბიტკოინზე მეტად, ალტქოინებით არიან დაინტერესებული. ამაზე მიუთითებს მათივე გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც კრიპტოს ვადიან გარიგებებში (futures) ბიტკოინის წილი 38%-მდე შემცირდა. ორი თვის წინ, ბიტკოინი ამ ბაზრის ნახევარს იკავებდა. როგორც Coinalyze აცხადებს, ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და “როგორც ჩანს, მთელი ფული ახლა ალტქოინებში მიდის”.

მიუხედავად ამ მაჩვენებლებისა, აღსანიშნავია, რომ ბიტკოინი, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა, 1 ოქტომბრიდან დღემდე 60%-ით გაიზარდა. ამ ზრდას მეტწილად ETF პროდუქტის მოლოდინი განაპირობებს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved