Web 3 სტარტაპმა Alchemy-მ მოიზიდა $ 200 მილიონი დოლარი, ახლა კომპანია $ 10 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
კრიპტო ვალუტის სტარტაპმა Alchemy Insights-მა $ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა დღესდღეობით მისი ღირებულება $10,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. დაფინანსება განახორციელეს Lightspeed Ventures-მა და Silver Lake-მა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მომხმარებელთა ბაზა გაიზარდა 300%-ით“, – განახხადქ აღმასრულებელმა დირექტორმა ნიჰილ ვისვანათანმა. მან ასევე დაამატა , რომ Alchemy-ს არსებული 50-კაციანი გუნდი ახლა გლობალურად ფართოვდება.
კომპანია ავითარებს ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებს NFT-ი პლატფორმებისთვის. OpenSea-ი, Dapper Labs-ი, SuperRare-ი და Zora აგებულია Alchemy პლატფორმაზე.
2021 წლის ოქტომბერში სტარტაპი $3,5 მილიარდ დოლარად შეფასდა.