ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც პირად თვითმფრინავებს ყიდის, გადახდებისთვის ბიტკოინების მიღება დაიწყო.
Business Insider-ის მიხედვით Aviatrade, 2014 წლის მოდელს – Gulfstream G650ER-ს $40 მილიონად აფასებს, რაც დაახლოებით 3,750 ბიტკოინია. აღსანიშნავია, რომ ამავე მოდელს ფლობენ Jeff Bezos და Elon Musk.
Aviatrade-ის პრეზიდენტის, Philip Rushton-ის თქმით, პირადი თვითმფრინავისთვის ტრადიციული ვალუტით ანგარიშსწორებამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს ქვეყნებს შორის არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ხოლო კრიპტოთი გადახდა ამ მხრივ ბევრად კომფორტული იქნება ორივე მხარისთვის. კომპანიას ბაზარზე კრიპტო გადახდების ჭრილში სხვა 13 პირადი თვითმფრინავიც გამოაქვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ Aviatrade პირველი კომპანია არაა, რომელმაც გადაწყვიტა გადახდებისთვის კრიპტოს მიღება და ამ მხრივ უკვე არაერთმა ცნობილმა ბრენდმა გადადგა ნაბიჯი.