კრიპტო მფლობელთა 33 პროცენტი ფასის ვარდნის მოლოდინშია

Home » ბიტკოინი » კრიპტო მფლობელთა 33 პროცენტი ფასის ვარდნის მოლოდინშია
14/04/2022
კრიპტო მფლობელთა 33 პროცენტი ფასის ვარდნის მოლოდინშია

ციფრული ვალუტების გლობალური ბაზარი რყევებით გამოირჩევა. ბოლო თვეებია, ფასები შედარებით ვიწრო დიაპაზონში იცვლება. შარშან მაქსიმუმების დაფიქსირების შემდეგ, ბაზარმა კლება დაიწყო და ფასები თითქმის განახევრდა. ამას კი დიაპაზონში მოძრაობა მოჰყვა, რაც ამჟამადაც გრძელდება.

არსებულ სიტუაციაში, პოპულარულმა იუთუბერმა ლარკ დევისმა ტვიტერზე საინტერესო კვლევა ჩაატარა, რომელმაც გამოავლინა, რომ ციფრული ვალუტების მფლობელთა დაახლოებით მესამედი (33.3 პროცენტი) ფასების კლების მოლოდინშია. ამ შემთხვევაში, ისინი საკუთარი კრიპტო რეზერვების კიდევ უფრო მეტად შევსებას გეგმავენ და შემდეგ გაძვირებას დაელოდებიან.

იმავე კვლევის შესაბამისად, კრიპტო მომხმარებლების დაახლოებით 28 პროცენტი, მცირე რაოდენობით კრიპტო ვალუტების შესყიდვას გეგმავს, 20.4 პროცენტი კი კრიპტოებს დიდი რაოდენობით შეიძენს.

კვლევა ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა, როცა ისეთი პოპულარული ციფრული ვალუტები, როგორებიცაა ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (Ethereum), კარდანო (Ada), რიპლი (Ripple) და სხვა, კლების ფაზაში იყო. თუმცა უკვე ორი დღეა, რაც ვარდნა შეჩერდა და კრიპტოების ნაწილმა დანაკარგები ნაწილობრივ აინაზღაურა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა ჰქონდა შიბას, რომელიც 20 პროცენტზე მეტით გაძვირდა. ამის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ პლატფორმა „რობინჰუდმა“ ის თავის ინსტრუმენტთა სიაში შეიტანა.

ანალიტიკოსები ბიტკოინის და მთლიანად ციფრული ვალუტების ბაზრის ნასდაქ-თან კორელაციას აღნიშნავენ. ეს კი ტრეიდერებისთვის მეტნაკლებად საიმედო ინდიკატორია. გარდა ამისა, ციფრული ვალუტების ფასები ეცემა, როდესაც დოლარი მყარდება და პირიქით. ესეც ბაზრის პროგნზირების საშუალებას იძლევა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved