29 სექტემბერს, Deribit-ზე 4.8 მილიარდი დოლარის რაოდენობის ვადიან და ნაწარმოებ, კვარტლურ და თვიურ ფასიან ქაღალდებს გასდის ვადა. აქედან, 117,000 ფასიანი ქაღალდი ბიტკოინზე, ხოლო 1.1 მილიონი ეთერზე მოდის.
შესაბამისად, კრიპტო მოვაჭრეები ფასის ცვლილებას ელიან, თუმცა, გაიზრდება ფასი თუ დაეცემა, კრიპტო სამყაროსთვის ტრადიციულად, გაურკვეველია. Amberta-ს კვლევების მიხედვით, Deribit-ის პლატფორმაზე, BTC ფასიანი ქაღალდები, ყიდვისა და გაყიდვის უფლებით თითქმის თანაბრადაა განაწილებული, რაც იმის მაჩვენებელია, რომ კრიპტოთი მოვაჭრეების აზრიც გაყოფილია.
თუმცა, დღე BTC-მაც და ETH-მაც დღე კარგად დაიწყეს – Coingecko-ს მონაცემებით, BTC-ის 24 საათის განმავლობაში 2,5%-იანი ზრდა აქვს და მისი ფასი 27,000$-ს გადაცდა. ETH-ის შემთხვევაში კი იგივე მაჩვენებელი 3,7%-ია, ფასი კი – 1,670$-ზე მეტი.