Virtual Blockchain Week-ზე გამოსვლისას, მისი ერთ-ერთი ფერადი ტილოს წინ, Vesa Kivinen-მა, Art For Crypto-ს შემქმნელმა, აღნიშნა, რომ კრიპტო ხელოვნება შეიძლება იყოს ისეთივე ინვესტიცია, როგორც ნებისმიერი სხვა ციფრული აქტივი.
არტისტი კონკრეტული ნამუშევრის სამ ეგზემპლარს ქმნის, თითოეულ ნამუშევარს კი 1 BTC-დ აფასებს. როგორც თავად ამბობს, მისი შემოქმედება გარკვეული მეტაფორაა და მისი თქმით, ციფრულ ხელოვნებას ისეთივე მომავალი აქვს, როგორც ბიტკოინს – ის უფრო და უფრო ფასეული გახდება.
არტისტი თავის იმედებს მოსალოდნელი ჰალვინგის ივენთითაც ამყარებს. მისი აზრით, ეს მოვლენა ბიტკოინის ფასს გაზრდის და შესაბამისად, კრიპტოვალუტების ინდუსტრიით, ისევე როგორც კრიპტოხელოვნებით, მეტ ადამიანს დააინტერესებს.
აღსანიშნავია, რომ მისი ნამუშევრები კრიპტოინდუსტრიაში უკვე აქტიურად იყიდება და ისეთი ადამიანებიც ფლობენ, როგორიც Litecoin-ის დამფუძნებელი, Charlie Lee-ა.
შენც შეიძენდი კრიპტოხელოვნების ნიმუშებს?
გაიგე მეტი: https://bit.ly/3dtaHoZ